დაბა ჩაქვში მატარებელი 35 წლის მამაკაცს დაეჯახა, კაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.
როგორც „ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს.