საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელს, გიორგი მელაშვილს ესაუბრა.
- ბატონო გიორგი, უკვე 18 წელია აგვისტოს პირველი რიცხვები საქართველოში მძიმე დღეებია, რადგან ქვეყანა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს გლოვობს. 2026 წლის 7-8 აგვისტო უჩვეულოდ მძიმე აღმოჩნდა საზოგადოების საკმოად დიდი ნაწილისათვის.
ვინც ქართულ პოლიტიკას თვალს ადევნებს, კაცმა რომ თქვას, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ამ დღეებში გაკეთებული განცხადებები, წესით არ უნდა გაკვირვებოდა, რადგან 8 აგვისტოს რაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვითხრეს, მანამდეც, მათგან არა ერთხელ გვსმენია.
უბრალოდ, წელს გაკეთებული განცხადებები უფრო მკაფიოდ და ცხადად იქნა არტიკულირებული და სრულად ერთი ერთში დაემთხვა კრემლის ომამდელ და შემდეგ წლებში წარმოებულ პროპაგანდას.
ხელისუფლების განცხადებების შეფასებებზე ბევრი ითქვა, ოპონენტებმა კრიტიკის ცეცხლში გაატარეს, მხარდამჭერებმა ზარ-ზეიმით მიიღეს მტკიცება რომ „2008 წლის ომის დაწყებაში სააკაშვილია დამნაშავე“.
ამ განცხადებების გაკეთებიდან რამდენიმე დღეა გასული, მაგრამ, ვხედავთ, რომ საზოგადოებაში ემოციები არ ცხრება. სამწუხაროდ, ცხადადაც კი ჩანს რომ ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი სხვადასხვა კოორდინატთა სისტემაში არა მარტო აზროვნებს, არამედ შესაბამისად მოქმედებს - ზოგი ხელისუფლებას ლანძღავს, მხარდაჭერები ქება-დიდების სიტყვებს არ იშურებს. არსებული ვიტარება პოლიტიკურ ანალიზის თითქოს აღარც ექვემდებარება და სოციალოგიური და ფსიქოლოგიური მიდგომაა საჭირო.
თქვენზე რა შთაბეჭდილება დარტოვა აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა?
- აგვისტოს ომის დაწყების დღიდან, რუსეთის მთავარი ამოცანა იყო ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულება. ცხადია, ეს მტკიცება თავისი არსით აბსურდულია - რუსეთი არის იმპერიალისტური, რევიზიონისტული ძალა, რომელიც ცდილობს საუთარი სამეზობლოს დამონებასა და დამორჩილებას.
ომის დაწყების მომენტიდან, მანამდე და მის შემდეგაც, რუსეთის ფედერაციამ, ტანკებისა და ჯარისკაცების გარდა, აამოქმედა მის ხელთ არსებული პროპაგანდისტული არსენალი - და, უნდა ვაღიაროთ, რომ ბრძოლის ველისგან განსხვავებით, პროპაგანდასა და „რბილი ძალის“, ანუ ჰიბრიდული ომის, ინსტრუმენტებში რუსეთი ყოველთვის უფრო წარმატებული იყო.
აგვისტოს ომის დაწყების დღიდან, რუსეთის მთავარი ამოცანა იყო ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულება. ცხადია, ეს მტკიცება თავისი არსით აბსურდულია - რუსეთი არის იმპერიალისტური, რევიზიონისტული ძალა, რომელიც ცდილობს საუთარი სამეზობლოს დამონებასა და დამორჩილებას
ომის დღეებსა და მას შემდეგ, რუსეთის მიზანი იყო მსხვერპლისა და აგრესორის ჩანაცვლება, საკუთარი აგრესიის გამართლება. ეს მიდგომა, ცხადია, არახალია - ნაცისტურმა გერმანიამ, პოლონეთზე თავდასხმამდე, ასევე დადგა გლაივიცის პროვოკაცია, როდესაც პოლონეთის ფორმაში ჩაცმულმა გერმანელმა ჯარისკაცებმა იერიში მიიტანეს გერმანულ რადიოსადგურზე. ისტორიაში ძალიან რომ არ გადავიჭრათ, აგრესორი ყოველთვის ეძებს საკუთარი აგრესიის გამართლებას. ან ქმნის მას.
ასეთი პროვოკაციები იყო, არის, და იქნება, მაგრამ გულახდილად რომ გითხრათ, ყველაზე შემაშფოთებელი არის საქართველოს თანამდებობის პირების მიერ ისტორიის რევიზიონიზმისა და გადაწერის მცდელობები.
ომის დღეებსა და მას შემდეგ, რუსეთის მიზანი იყო მსხვერპლისა და აგრესორის ჩანაცვლება, საკუთარი აგრესიის გამართლება
უკვე მერამდენე წელია, უმაღლესი თანამდებობის პირები ომის დაწყებაში ღიად საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას ადანაშაულებენ. წელს ის შეიცვალა, რომ ფორმულირება საბოლოოდ გაიწმინდა ყოველგვარი დათქმისა და შერბილებებისგან. წელს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა უკვე საბოლოოდ უარყვეს ყოველგვარი ინტერპრეტაცია და სრულად გადავიდნენ მოსკოვის მიერ შეთხზულ ცრუქრონოლოგიაზე, რასაც მოსკოვი გვასაღებდა 2008 წლიდან.
უკვე მერამდენე წელია, უმაღლესი თანამდებობის პირები ომის დაწყებაში ღიად საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას ადანაშაულებენ. წელს ის შეიცვალა, რომ ფორმულირება საბოლოოდ გაიწმინდა ყოველგვარი დათქმისა და შერბილებებისგან. წელს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა უკვე საბოლოოდ უარყვეს ყოველგვარი ინტერპრეტაცია და სრულად გადავიდნენ მოსკოვის მიერ შეთხზულ ცრუქრონოლოგიაზე, რასაც მოსკოვი გვასაღებდა 2008 წლიდან
ძალიან დიდი შეცდომა იქნება ამ განცხადებების აღქმა მხოლოდ წარსულის მოვლენების გადააზრებად: აგვისტოს ომის დეკონსტრუქცია და მოსკოვის ქრონოლოგიაზე გადასვლა, უპირველეს ყოვლისა, საგარეო პოლიტიკური განაცხადია.
როდესაც ხდება პასუხისმგებლობის გადატანა ოკუპანტიდან ოკუპირებულზე, როდესაც საქართველოს მაღალი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ომი „ჩვენ დავიწყეთ“, მაშინ ტერიტორიების დაკარგვა აღარაა საერთაშორისო სამართლის დარღვევა და „ცივი ომის“ შემდგომი ფუნდამენტური პრინციპის - საზღვრების ურღვევობის - ფეხქვეშ გათევლა.
ამ ლოგიკაში რუსეთის მიმართ სახელმწიფოს არანაირი მოთხოვნა აღარ რჩება - არც დეოკუპაცია, არც დევნილთა დაბრუნება, არც ანგარიშვალდებულება. სწორედ ამიტომაა ეს განცხადება არა ისტორიული, არამედ საგარეო-პოლიტიკური აქტი.
როდესაც ხდება პასუხისმგებლობის გადატანა ოკუპანტიდან ოკუპირებულზე, როდესაც საქართველოს მაღალი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ომი „ჩვენ დავიწყეთ“, მაშინ ტერიტორიების დაკარგვა აღარაა საერთაშორისო სამართლის დარღვევა და „ცივი ომის“ შემდგომი ფუნდამენტური პრინციპის - საზღვრების ურღვევობის - ფეხქვეშ გათევლა
აქვე, ერთი რამ, რაც რუსეთს ახასიათებს და „ქართული ოცნება“ ან ვერ, ან არ იაზრებს. რუსეთის მოლაპარაკების ტაქტიკაა შთაბეჭდილების შექმნა. ის ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ყველაფერი კარგადაა, ის ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მზადაა დააბრუნოს ტერიტორიები, ამ შთაბეჭდილებით მოხიბლული მსხვერპლი იწყებს რეალურ დათმობებზე წასვლას - რუსეთს კი ყოველთვის აქვს სათქმელი, მე არაფრის პირობა არ მომიცია, და ეს მხოლოდ მსხვერპლის ილუზორული შთაბეჭდილება იყო - ყოველგვარი დაპირებისა თუ იურიდიული გარანტიების გარეშე. ამით რუსეთი აღწევს საკუთარ მიზანს, ხოლო მსხვერპლი ყველაფერს თმობს - ყოველგვარი სარგებლის გარეშე.
რუსეთის მოლაპარაკების ტაქტიკაა შთაბეჭდილების შექმნა. ის ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ყველაფერი კარგადაა, ის ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მზადაა დააბრუნოს ტერიტორიები, ამ შთაბეჭდილებით მოხიბლული მსხვერპლი იწყებს რეალურ დათმობებზე წასვლას - რუსეთს კი ყოველთვის აქვს სათქმელი, მე არაფრის პირობა არ მომიცია, და ეს მხოლოდ მსხვერპლის ილუზორული შთაბეჭდილება იყო - ყოველგვარი დაპირებისა თუ იურიდიული გარანტიების გარეშე. ამით რუსეთი აღწევს საკუთარ მიზანს, ხოლო მსხვერპლი ყველაფერს თმობს - ყოველგვარი სარგებლის გარეშე
არანაკლებ მნიშვნელოვანია მეორე გზავნილი, რომელიც ჩვენ გავიგეთ და ბოლო დროს უფრო ხშირად გვესმის. ეს არის დასავლური არჩევანის დისკრედიტაცია. ბოლო წლების რიტორიკაში ომი წარმოდგენილია როგორც „გარედან შეკვეთილი“.
ეს კონსტრუქცია იმისთვის არსებობს, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია არა ეროვნულ არჩევანად, არამედ საშიშ იმპორტად გამოჩნდეს. ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად.
ამავე მიზანს ემსახურება 2008 წლის გადაქცევა პარტიული იდენტობის მარკერად, როდესაც მნიშვნელობა ენიჭება არა ფაქტობრივ გარემოებებს, არამედ პარტიის ხაზისადმი ლოიალობას.
რაც შეეხება ფაქტობრივ მხარეს - აქ შერჩევითი ციტირების კლასიკურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რასაც რუსული საგარეო უწყება ყოველთვის, ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის დროიდან მოყოლებული, აკეთებდა.
სამწუხარო აქ ისაა, რომ რუსეთის მსგავსად, „ქართულმა ოცნებამაც“ „არ შეიმჩნია“ ის, თუ რა წერია ტალიავინის დოკუმენტში: თვეების განმავლობაში მიმდინარე პროვოკაციები, უკანონო „პასპორტიზაცია“, რუსული ძალების წინასწარი გადმოსროლა და ის, რომ რუსეთის რეაქცია ყოველგვარ პროპორციულობას სცდებოდა - შეჭრა გორში, სენაკში, ზუგდიდსა და ფოთში, ე.ი. საერთაშორისოდ აღიარებულ, არასადავო ქართულ ტერიტორიაზე. თან, ბოლო-ბოლო, 2008 წელი აღარაა, ახალი, გაცილებით უფრო სიღრმისეული დოკუმენტებიც შეიქმნა.
მაგალითად 2021 წლის იანვარში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ დაადგინა, რომ საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ რუსეთს ეფექტიანი კონტროლი ჰქონდა ამ ტერიტორიებზე და პასუხისმგებელია ეთნიკურ ქართველთა მიმართ ჩადენილ სისტემურ დარღვევებზე, მათ შორის დევნილთა დაბრუნების აკრძალვაზე. ერთი წინადადების ამოღება კონტექსტიდან და დანარჩენის დაფარვა არის პროპაგანდისთვის დამახასიათებელი მანიპულაციის ტექნიკა.
სამწუხარო აქ ისაა, რომ რუსეთის მსგავსად, „ქართულმა ოცნებამაც“ „არ შეიმჩნია“ ის, თუ რა წერია ტალიავინის დოკუმენტში: თვეების განმავლობაში მიმდინარე პროვოკაციები, უკანონო „პასპორტიზაცია“, რუსული ძალების წინასწარი გადმოსროლა და ის, რომ რუსეთის რეაქცია ყოველგვარ პროპორციულობას სცდებოდა - შეჭრა გორში, სენაკში, ზუგდიდსა და ფოთში, ე.ი. საერთაშორისოდ აღიარებულ, არასადავო ქართულ ტერიტორიაზე
თქვენ ძალიან ზუსტად შენიშნეთ, რომ საზოგადოება სხვადასხვა კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს. მე ამას პოლარიზაციად კი არა, შედეგად ვთვლი. ხელისუფლების რიტორიკის მიზანი ის არაა, რომ ყველა დაარწმუნოს - მიზანია, ფაქტობრივი კითხვა -„რა მოხდა 2008 წელს?“, გადააქციოს პოლიტიკური კუთვნილების კითხვად - „შენ ვის მხარეს ხარ?“.
როდესაც ეს გარდაქმნა ხერხდება, საზოგადოებას ერთმანეთთან სასაუბროდ საერთო ფაქტობრივი ნიადაგი აღარ რჩება, დებატი კი შეუძლებელი ხდება - არა მხოლოდ წარსულზე, არამედ ნებისმიერ მიმდინარე პოლიტიკურ საკითხზე. ეს არის ავტორიტარული ინფორმაციული პრაქტიკის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტი და, სამწუხაროდ, ის მუშაობს - განსაკუთრებით, ჩვენთან.
აქვე, არ შემიძლია არ ვთქვა, რომ 7 და 8 აგვისტო არ არის თარიღები, რომლებიც პოლიტიკოსებმა უნდა გამოიყენონ პოლიტიკური ქულების დასაწერად.
ხელისუფლების რიტორიკის მიზანი ის არაა, რომ ყველა დაარწმუნოს - მიზანია, ფაქტობრივი კითხვა -„რა მოხდა 2008 წელს?“, გადააქციოს პოლიტიკური კუთვნილების კითხვად - „შენ ვის მხარეს ხარ?“
ეს არის დღეები, როდესაც ჩვენმა ჯარისკაცებმა საკუთარი სიცოცხლე შეწირეს საქართველოს და ათიათასობით ადამიანი სახლიდან სამუდამოდ აყარეს. ქართველი გმირების ხსოვნისა და ქართული სახელმწიფოს მომავლის მიმართ ქართული სახელმწიფოს ვალდებულება არის არა ისტორიის რევიზია, არამედ პრინციპული და ღირსეული პოზიციის დაჭერაა - არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება, დევნილთა უფლებების დაცვა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფა, დეოკუპაციის მოთხოვნა და საკუთარ საზოგადოებასთან ბრძოლის ნაცვლად, ენერგიის დეოკუპაციასა და ქართული სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე მიმართვა.
ქართული სახელმწიფოს ვალდებულება არის არა ისტორიის რევიზია, არამედ პრინციპული და ღირსეული პოზიციის დაჭერაა - არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება, დევნილთა უფლებების დაცვა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფა, დეოკუპაციის მოთხოვნა და საკუთარ საზოგადოებასთან ბრძოლის ნაცვლად, ენერგიის დეოკუპაციასა და ქართული სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე მიმართვა
- მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას რომ აგვისტოს ომის თემაზე ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებიც ბევრი თვალსაზრისით იყო ეკლეკტური.
გარდა იმისა, რომ ყველაფერი წინა ხელისუფლებას, კერძოდ პრეზიდენტ სააკაშვილს დააბრალეს, მაგრამ, პრეზიდენტ პუტინს საქართველოსთან მიმართებაში თავისი გეგმები არასდროს დაუმალავს და ამის მტკიცებულებებიც საკმაოდ ბევრია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ხშირად თავს იმით იწონებს რომ აგვისტოს ომის თემაზე საერთაშორისო სასამართლოებში არ ერთი საქმეა მოგებული.
საერთაშორისო სასამართლოებში აგვისტოს ომზე მართაცაა საქმეები მოგებული, მაგრამ, ეს საქმეები კი არა მთავარი, არამედ ის რომ „აგვისტოს ომში“ საქართველოა დამნაშავე.
ამ თვალსაზრისით, სულაც არ იყო გასაკვირი ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჩვენი ხელისუფლების განცხადებებზე. ცხინვალმა არა მხოლოდ მოიწონა ოფიციალური თბილისის განცხადებები რომლითაც ომის დაწყებაში სააკაშვილია დადანაშაულებული, არამედ საქართველოსგან შემდგომი ნაბიჯების გადადგმაც მოითხოვა. იგულისხმება არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთის აღიარება, არამედ ომში მიყენებული კომპენსაციის გადახდა.
ძნელი დასაჯერებელია ხელისუფლებას არ ესმოდეს რომ სააკაშვილის დადანაშაულებით საქართველოს ხელისუფლება გამოდის დამნაშავე და შესაბამისად, პასუხი საქართველომ მან უნდა აგოს.
თუმცა, ბევრი მოითხოვს ირაკლი კობახიძის მიმართაც დაიწყოს გამოძიება, რადგან მან „2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს“.
კრემლის განცადებებთან თანხვედრაში გაკეთებული განცხადებებით - რისთვის ამზადებს მთავრობა საზოგადოებას - რა ტიპის დამთმობი ნაბიჯები უნდა გადადგას თბილისმა რუსეთთან ურთიერთობაში?
შეიძლება ითქვას, რომ საგარეო და საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღრული ხდება?
- ეკლექტიკა საინტერესო სიტყვაა, მაგრამ ეს არ არის ქაოსი - უფრო, ორსახოვნება, ორპირობა. 8 აგვისტოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სტანდარტული განცხადება გაავრცელა: რუსეთმა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების უგულებელყოფით მოახდინა ოკუპაცია და დღეს ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართულ ქმედებებს ახორციელებს.
იმავე დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური თანამდებობის პირებმა ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალეს. ეს ორი დებულება ერთ სახელმწიფოში ერთდროულად თანაარსებობს - და ეს არ არის შემთხვევითი, პირიქით, გამიზნული მიდგომაა.
ამ განცხადებებს ორი განსხვავებული ადრესატი ყავთ. საერთაშორისო აუდიტორიისთვის „ქართული ოცნება“ ინარჩუნებენ იურიდიულ ფორმას - არაღიარების პოლიტიკის ლექსიკას, რომელზეც დგას უვიზო მიმოსვლა, ასოცირების ხელშეკრულება და მოგებული საქმეები. შიდა აუდიტორიისთვის კი თანდათან ანაცვლებენ დამნაშავეს. პირველი ჯერ კიდევ შენარჩუნებული ინერციაა, მეორე კი - რეალური მიმართულება.
რაც შეეხება საერთაშორისო სასამართლოებში მოგებულ საქმეებს - ეს არგუმენტი, ჩემი აზრით, თავად ხელისუფლების წინააღმდეგ მუშაობს.
სტრასბურგის 2021 წლის გადაწყვეტილება და ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ ცხინვალის დე ფაქტო თანამდებობის პირების მიმართ გაცემული ორდერები ერთ სამართლებრივ წანამძღვარს ეყრდნობა: რომ სახეზეა რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია და შემდგომი ეფექტური კონტროლი. თუ სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი საჯაროდ აცხადებს, რომ ომი ქართულმა მხარემ დაიწყო, ეს არის სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირის განცხადება საკუთარი ინტერესის საწინააღმდეგოდ.
საერთაშორისო სამართალში ასეთ განცხადებებს მტკიცებულებითი წონა აქვს. მარტივად რომ ვთქვათ, შეუძლებელია ერთდროულად სასამართლოში მოგებით იწონებდე თავს და პოლიტიკურად ანგრევდე იმ საფუძველს, რომელზეც ეს მოგება დგას.
საერთაშორისო აუდიტორიისთვის „ქართული ოცნება“ ინარჩუნებენ იურიდიულ ფორმას - არაღიარების პოლიტიკის ლექსიკას, რომელზეც დგას უვიზო მიმოსვლა, ასოცირების ხელშეკრულება და მოგებული საქმეები. შიდა აუდიტორიისთვის კი თანდათან ანაცვლებენ დამნაშავეს. პირველი ჯერ კიდევ შენარჩუნებული ინერციაა, მეორე კი - რეალური მიმართულება
ცხინვალის, უფრო სწორად კი - მოსკოვის - რეაქცია სწორედ ამ ლოგიკის დადასტურებაა. 9 აგვისტოს დე ფაქტო უწყებამ ნათლად თქვა, რომ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას - მთლიანად სახელმწიფოს და არა მხოლოდ კონკრეტულ პირებს. ეს მიდგომა სრულიად ჯდება რუსულ საოკუპაციო ლოგიკაში - თუ ომი „საქართველომ დაიწყო“, მაშინ ბრალდებულიც - საქართველოა.
ახლა თქვენს მთავარ კითხვაზე: რისთვის მზადდება საზოგადოება. მე პროგნოზს არ გავაკეთებ, მაგრამ მოდით შევაჯეროთ ორი შესაძლო ნაბიჯი და თავად მკითხველს მივანდოთ მათი რეალისტურობის შეფასება.
დავიწყოთ რუსეთისა და მისი მარიონეტების მთავარი მოთხოვნით 2008 წლის შემდეგ. ეს არის „ძალის არგამოყენების შეთანხმება“. მოსკოვი ამ მოთხოვნას წლებია აყენებს - ის ითხოვს, რომ ხელშეკრულება გაფორმდეს თბილისს, ცხინვალსა და სოხუმს შორის.
რუსეთს ორი მიზანი აქვს - პირველი, თბილისმა სოხუმთან და ცხინვალთან „ძალის გამოუყენებლობის შეთანხმება“ გააფორმა, ეს რუსეთს კონფლიქტის მხარის სტატუსიდან გამოიყვანს და, მეორე, დე-ფაქტო რეჟიმებს მოლაპარაკების სუბიექტებად აქცევს, რომლებიც თბილისის თანასწორი იქნება. ეს არის აღიარება უკანა კარიდან, ოღონდ ისე, რომ სიტყვა „აღიარება“ არსად იწერება - თუ თბილისი აღიარებს ცხინვალსა და სოხუმთან თანასწორობას, ეს უკვე დე-ფაქტო აღიარებაა.
რუსეთს ორი მიზანი აქვს - პირველი, თბილისმა სოხუმთან და ცხინვალთან „ძალის გამოუყენებლობის შეთანხმება“ გააფორმა, ეს რუსეთს კონფლიქტის მხარის სტატუსიდან გამოიყვანს და, მეორე, დე-ფაქტო რეჟიმებს მოლაპარაკების სუბიექტებად აქცევს, რომლებიც თბილისის თანასწორი იქნება. ეს არის აღიარება უკანა კარიდან, ოღონდ ისე, რომ სიტყვა „აღიარება“ არსად იწერება - თუ თბილისი აღიარებს ცხინვალსა და სოხუმთან თანასწორობას, ეს უკვე დე-ფაქტო აღიარებაა
შემდეგი სცენარი არის ეკონომიკური და სატრანსპორტო ნორმალიზაცია, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ჩათვლით, რომელიც „პრაგმატიზმად“ და „მშვიდობად“ წარმოგვიდგება.
ყოველივე ამას მოყვება რუსული ხაფანგი - ნეიტრალიტეტი, რომელიც მხოლოდ რუსეთის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული, ყოველგვარი საერთაშორისო გარანტიების გარეშე. მგლის კეთილ ნებაზე ცხვრის დამოკიდებულება კი რას იწვევს, მე მგონი ყველა კარგად ხვდება, განსაკუთრებით, როდესაც საქართველოს ისტორიამ ეს ერთხელ, 1921 წელს, უკვე გამოსცადა.
ცხადია, არც ერთი ეს ნაბიჯი დეოკუპაციას არ აახლოებს, პირიქით - როცა დათმობათა ჯაჭვი ცალმხრივია,რეალურად, ეს არის არა ნორმალიზაცია, არამედ - კაპიტულაცია.
თქვენს ბოლო კითხვაზე - დიახ, პოლიტიკა ცხადი ხდება. წლების განმავლობაში მიმდინარეობდა დისკუსია, ეს ტაქტიკური მანევრი იყო თუ სტრატეგიული გადაწყობა. დღეს ქართული ოცნების რეალური კურსი ცხადი ხდება.
როცა დათმობათა ჯაჭვი ცალმხრივია, რეალურად, ეს არის არა ნორმალიზაცია, არამედ - კაპიტულაცია
ოღონდ ერთი დათქმით: „ცხადი“ არ ნიშნავს „გაცხადებულს“. ხელისუფლება არასდროს გამოაცხადებს კურსის შეცვლას. მათ სხვა მეთოდი აირჩიეს - დასავლური გზა თანდათან შეუძლებელი ხდება, შემდეგ კი დარჩენილი ალტერნატივა ერთადერთ რეალობად წარმოგვიდგება. ეს გადადგმული ნაბიჯების პოლიტიკაა და არა დეკლარაციების.
სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ ყურადღება ხელისუფლების განცხადებებიდან კონკრეტულ ნაბიჯებზე უნდა გადაიტანოს და შეაფასოს არა სიტყვები, არამედ ქმედებები.
საზოგადოებამ ყურადღება ხელისუფლების განცხადებებიდან კონკრეტულ ნაბიჯებზე უნდა გადაიტანოს და შეაფასოს არა სიტყვები, არამედ ქმედებები
- მიუხედავად იმისა რომ ამაზე ჩვენში საჯაროდ, განსაკუთრებით ხელისუფლების მხრიდან არავინ საუბრობს, ყველას ესმის თუ როგორ განვითარდება პროცესები პოსტსაბჭოთა სივრცეში, ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული თუ როგორ დასრულდება უკრაინა-რუსეთის ომი.
ახლა ვხედავთ რომ უკრაინა-რუსეთის ფრონტის ხაზზე დიდი ცვლილებები არ ხდება, მაგრამ, რუსეთი ჩრდილოეთ კორეიდან და ირანიდან, მიღებული ბალისტიკური რაკეტებით ბომბავს უკრაინის ქალაქებს. უკრაინა თავისი დრონებით ანადგურებს რუსეთის სამრეწველო და სამხედრო ინფრასტრუქტურას.
რუსეთს პრობლემები აქვს ეკონომიკაში, საბანკო სექტორში. მიუხედავად ამისა, პუტინი მაინც ვარაუდობს საყოველთაო მობილიზაციის განხორციელებას. მოსკოვის მერი სობიანინის თქმით, თუ საყოველთაო მობილიზაცია განხორციელდა ეს ქვეყნის დაქცევის წინაპირობებს შექმნის. სამხედრო ექსპერტები კი თვლიან, რომ მობილიზაციის განხორციელების შემთხვევაშიც კი რუსეთს ფრონტის ხაზზე წარმატებები ვერ ექნება.
თქვენ როგორ შეაფასებდით უკრაინა-რუსეთს შორის მიმდინარე ომს და იმას, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება აისახოს მისი შედეგი პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე პროცესებზე?
- ჯერ ერთი დაზუსტება, რომელიც არსებითია. სობიანინის შენიშვნა სამხედრო მობილიზაციას არ ეხებოდა - ის რუსეთის დუმაში გაჟღერებულ წინადადებებს გამოეხმაურა ეკონომიკის მთლიანად ომის რელსებზე გადაყვანის შესახებ და თქვა, რომ სამოქალაქო ეკონომიკის გარეშე არც გადასახადები იქნება, არც შემოსავლები, და ომშიც წარმატებას ვერ მიაღწევენ. ეს არის სისტემის შიგნით მიმდინარე შიდა კამათი იმაზე, თუ რამდენ ხანს გაუძლებს ეკონომიკა ომს.
რაც შეეხება სამხედრო მობილიზაციას, ცხადია, გამორიცხული არაფერია. უბრალოდ, რუსეთმა ეს საკითხი უკვე სხვანაირად გადაჭრა: 2025 წლის ნოემბრიდან რეზერვისტების საბრძოლო ზონაში გაგზავნა მობილიზაციის ფორმალური გამოცხადების გარეშეცაა შესაძლებელია. ეს არის ჰიბრიდული მობილიზაცია ხმამაღალი გამოცხადების გარეშე - ზუსტად იმიტომ, რომ გამოცხადებული მობილიზაცია არღვევს იმ არაფორმალურ შეთანხმებას, რომელზეც პუტინის სისტემა დგას: „ომი მიდის, მაგრამ შენ არ გეხება“.
ეს არის ჰიბრიდული მობილიზაცია ხმამაღალი გამოცხადების გარეშე - ზუსტად იმიტომ, რომ გამოცხადებული მობილიზაცია არღვევს იმ არაფორმალურ შეთანხმებას, რომელზეც პუტინის სისტემა დგას: „ომი მიდის, მაგრამ შენ არ გეხება“
თავად ომზე - მთავარი, რასაც დღეს ვხედავთ, ისაა, რომ ომი გასცდა უკრაინის ტერიტორიას. ფრონტი პრაქტიკულად გაყინულია, მაგრამ ბრძოლა გადავიდა სიღრმეში: უკრაინა მეთოდურად ანადგურებს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ლოჯისტიკასა და სამრეწველო ინფრასტრუქტურას, რუსეთი კი ბალისტიკური რაკეტებით ურტყამს ქალაქებს.
ორივე მხარის დამრტყმელი შესაძლებლობებმა საკუთარი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს გაასწრო. ეს ნიშნავს, რომ ომის შედეგს ბრძოლის ველზე გამარჯვება კი არა, ორი ეკონომიკისა და ორი პოლიტიკური სისტემის გაცვეთა და დასავლური მხარდაჭერის მდგრადობა გადაწყვეტს.
რუსული ეკონომიკა მართლაც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია - ცენტრალურმა ბანკმა წლიური ზრდის პროგნოზი ნულსა და ერთ პროცენტს შორის ჩამოწია, დეფიციტი იზრდება, საწვავის კრიზისი ათეულობით რეგიონს შეეხო.
ომის შედეგს ბრძოლის ველზე გამარჯვება კი არა, ორი ეკონომიკისა და ორი პოლიტიკური სისტემის გაცვეთა და დასავლური მხარდაჭერის მდგრადობა გადაწყვეტს
მაგრამ აქ ერთ საშიშ ილუზიაზე უნდა გავამახვილო ყურადღება, რომელიც ქართულ საზოგადოებაში ძალიან პოპულარულია: თითქოს რუსეთი დაინგრევა და ჩვენი პრობლემა თავისით მოგვარდება. ეკონომიკური სისუსტე ზღუდავს რუსეთის შესაძლებლობებს, მაგრამ არ ცვლის მის განზრახვებს. პირიქით - დასუსტებული რუსეთი ხშირად უფრო აგრესიულია სამეზობლოში, რადგან იქ გამარჯვება იაფად ჯდება.
ამ შემთხვევაში, მოვლენების განვითარების რამდენიმე სცენარი არსებობს.
ცეცხლის შეწყვეტა პოლიტიკური მოწესრიგების გარეშე ნიშნავს, რომ ომი ჩერდება, ტერიტორიები დე-ფაქტო ნაწილდება ფრონტის ხაზზე, სამართლებრივი საკითხი ჰაერში რჩება. ჩვენთვის ეს ყველაზე მძიმე შედეგია: იგი 2008 წლის მოდელსს - ოკუპაცია, რომელიც უვადოა - გამონაკლისიდან წესად აქცევს. ამასთან, ის ათავისუფლებს რუსულ სამხედრო და დიპლომატიურ რესურსს სამხრეთ კავკასიის, მოლდოვის, სომხეთისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით.
ცეცხლის შეწყვეტა პოლიტიკური მოწესრიგების გარეშე ნიშნავს, რომ ომი ჩერდება, ტერიტორიები დე-ფაქტო ნაწილდება ფრონტის ხაზზე, სამართლებრივი საკითხი ჰაერში რჩება. ჩვენთვის ეს ყველაზე მძიმე შედეგია: იგი 2008 წლის მოდელსს - ოკუპაცია, რომელიც უვადოა - გამონაკლისიდან წესად აქცევს. ამასთან, ის ათავისუფლებს რუსულ სამხედრო და დიპლომატიურ რესურსს სამხრეთ კავკასიის, მოლდოვის, სომხეთისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით
მეორე - მოლაპარაკებით მიღწეული შეთანხმება უკრაინისთვის რეალური უსაფრთხოების გარანტიებით. პრეცედენტულად ეს სცენარი ჯობია, მაგრამ აქაც არის რისკი, რომელზეც ჩვენში ცოტას ვსაუბრობთ: შესაძლებელია მოწესრიგება, რომელიც უკრაინას სტაბილიზაციას სთავაზობს, ხოლო დანარჩენ რეგიონს - ჩვენ, მოლდოვას, სომხეთს - ნაცრისფერ ზონაში ტოვებს.
ჩვენ არცერთი გარანტიების არქიტექტურის შიგნით არ ვართ, ხოლო ოცნების მიერ დასავლეთთან ურთიერთობების გაფუჭების ფონზე, ეს სცენარი კიდევ უფრო პრობლემური ხდება, რადგანაც მათ საქართველო მოკავშირეების გარეშე, რუსეთთან პირისპირ დატოვეს.
მესამე სცენარი რუსეთის შიდა კრიზისია. ისტორიულად, რუსეთის უკან დახევა პერიფერიაზე ფანჯრებს ხსნის. მაგრამ ფანჯარა მხოლოდ იმას ეხმარება, ვინც მისი გამოყენებისთვის მზადაა, მაგრამ აქაც „ქართული ოცნების“ წინააღმდეგობას ან არაკომპეტენტურობას ვაწყდებით.
ზოგადად, ქართული პოლიტიკური აზროვნების ცდუნებაა, საკუთარი ბედი გარე ცვლადის ფუნქციად წარმოიდგინოს - თითქოს ჩვენი მომავალი მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, როგორ დამთავრდება ომი.
მესამე სცენარი რუსეთის შიდა კრიზისია. ისტორიულად, რუსეთის უკან დახევა პერიფერიაზე ფანჯრებს ხსნის. მაგრამ ფანჯარა მხოლოდ იმას ეხმარება, ვინც მისი გამოყენებისთვის მზადაა, მაგრამ აქაც „ქართული ოცნების“ წინააღმდეგობას ან არაკომპეტენტურობას ვაწყდებით
სამივე სცენარში გადამწყვეტი ცვლადი ერთი და იგივეა: რა მდგომარეობაში დავხვდებით ჩვენ ამ დასასრულს. იმუშავებს თუ არა ინსტიტუტები, გვექნება თუ არა ევროპული ტრეკი, შენარჩუნებული იქნება თუ არა საერთაშორისო სამართლებრივი პოზიცია. თუ ომის დამთავრებამდე პოლიტიკური კლასი უკვე დათმობს ყველა არგუმენტს 2008 წელზე, არცერთი გარე შედეგი ჩვენ არ გვიშველის - გამოვა, რომ საქართველო წაგებულის მხარეს დარჩა, ეს კი მცირე სახელმწიფოებისთვის უბრალოდ, დამღუპველია.
ერთი დამატება. ის, რომ ხელისუფლება დათმობებს ომის დასრულებამდე იწყებს, იმას ნიშნავს, რომ ის შედეგს არ ელოდება - ის ერთ კონკრეტულ შედეგზე დებს ფსონს და წინასწარ ეწყობა. ეს არ არის კალკულაცია, ეს ფსონია. და თუ ის წაგებული აღმოჩნდა, ფასს პარტიასთან ერთად, უკვე საქართველო გადაიხდის.
- ჯერ იყო საქართველოს თემაზე დუგინმა გააკეთა განცხადებები. შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა.
უცნაური ისაა, ქართული საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი აღფრთოვანებით შეხვდა დუგინის განცხადებებს იმაზე, რომ თურმე „საქართველოში კონსერვატიულ ტრადიციონალისტური მობრუნება შედგა“ და ახლა „საქართველო არაქართულ თამაშს აღარ თამაშობს“, რომ „რუსეთმა ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს გამთლიანებას“. არადა, გვახსოვს ბატონი დუგინი 2008 წლის პუტინს მოუწოდებდა თბილისში ტანკებით შესვლას.
დუგინის შემდეგ, განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა - „რუსეთი საქართველოსთან პრაგმატული კავშირებისთვის მზად არის“. მისივე თქმით, „ვცდილობთ ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობები ავაშენოთ“.
თუმცა, არც დუგინი და არც გალუზინი არაფერს ამბობენ იმაზე რომ რუსეთი არ გამორიცხავს სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის საელჩოების გაუქმებას. პრაქტიკულად ორივე არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებაზე საუბრობს.
ფაქტია, კრემლი საქართველოსთან ურთიერთობების „რუსული სცენარით“ გაუმჯობესებას ჩქარობს. ბევრი ვარაუდობს, რომ კრემლს უნდა უკრაინას დაანახოს პრეცედენტი „ქართველების დასჯის“ შემდეგ როგორ არიგებს მის მიერვე წაქეზებულ აფხაზებსა და სამხრეთელ ოსებსთან ქართველებს.
არადა, წესით, იმაზე რაც სწორედ კრემლის არა მხოლოდ წაქეზებით და უშუალო მონაწილეობით მოხდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთს პასუხი უნდა ეგო. რუსეთმა რომ უკრაინაში ჩადენილის გამო პასუხი უნდა აგოს ამას უკრაინის ევროპელი პარტნიორები მოითხოვენ.
ჩვენ ევროპას ვლანძღავთ და რუსეთთან ერთი ერთზე დარჩენისთვის „თავად ვიღწვით“. მეტიც, სრულად გამართლდა „ინტერპრესნიუსისთვის“ თქვენს მიერ ნათქვამი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს“.
პარტია “ჯერ საქართველოს“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანის განცხადებით, -„ ძალიან დამაფიქრებელი და სავალალოა იმის მოსმენა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ბუნებრივ პარტნიორად მიიჩნევს ჩვენს ქვეყანას“
სავარაუდოდ, რატომ ჩქარობს რუსეთი საქართველოსთან სწრაფად დალაგებას?
- დავიწყებ იმით, რასაც არც დუგინი ამბობს და არც გალუზინი. არსად, არც-ერთ განცხადებაში არაა გაჟღერებული სოხუმსა და ცხინვალში საელჩოების გაუქმება, ან ფსევდოაღიარების უკანწაღება.
შემოთავაზებული ყველაფერი ატმოსფეროს დონეზეა: ფრენები, ვაჭრობა, „ურთიერთპატივისცემა“, კულტურული სიახლოვე (რომელიც ახალ თაობებში თითქმის გამქრალია). რაც მნიშვნელოვანია - სტატუსის დონეზე - არაფერი. და როცა შემოთავაზების მთელი შინაარსი ატმოსფეროა, ეს არ არის ურთიერთობების ნორმალიზაცია. ეს არის ოკუპაციისა და კაპიტულაციის ნორმალიზაცია.
ამას თავად გალუზინიც ადასტურებს: იმავე ინტერვიუში, სადაც „პრაგმატული კავშირების გაფართოებაზე“ საუბრობს, ის ამბობს, რომ ქართული მხარე პოლიტიკური დიალოგისთვის მზად არ არის. ე.ი. მოსკოვის ენაზეც კი ეს ურთიერთობა ვაჭრობითა და ტონით ამოიწურება - ხოლო ვაჭრობა უკვე შთამბეჭდავია და არა ვაჭრობის, არამედ ეკონომიკური ექსპანსიის სახეს ატარებს: წლის პირველ ნახევარში რუსეთი ჩვენი იმპორტის მეორე წყარო იყო, თითქმის 1,2 მილიარდი დოლარით.
მთავარი კითხვაა, თუ რატომ ჩქარობს კრემლი. რუსეთის ეკონომიკა ომს ძლივს იტანს, ზრდის პროგნოზი ნულთან ახლოსაა. ასეთ პირობებში განსაკუთრებით ძვირფასი ხდება ის პატარა გამარჯვება, რომელიც არაფერი ჯდება.
მთავარი კითხვაა, თუ რატომ ჩქარობს კრემლი. რუსეთის ეკონომიკა ომს ძლივს იტანს, ზრდის პროგნოზი ნულთან ახლოსაა. ასეთ პირობებში განსაკუთრებით ძვირფასი ხდება ის პატარა გამარჯვება, რომელიც არაფერი ჯდება
საქართველო დღეს ევროპაში ყველაზე იაფი გეოპოლიტიკური მოგებაა: არც ჯარი სჭირდება, არც ფული - მხოლოდ სიტყვები და „ქართული ოცნება,“ რომელსაც მიამუტარად სჯერა და ეშინია რუსეთის. უკრაინისა და დასავლეთისთვის ეს არის ვიტრინა: „აი, საქართველოში გამომივიდა - მოდელი, სადაც ოკუპანტი არაფერს თმობს, ოკუპირებული კი ურთიერთობას აღადგენს“. თუ ეს თბილისში მუშაობს, ის არგუმენტად შედის უკრაინის მოლაპარაკებაში. სომხეთის, მოლდოვისა და ცენტრალური აზიისთვის კი ეს სხვა გზავნილია: დასავლური არჩევანი შექცევადია, რუსულ პროპაგანდას ეს შეუძლია.
უკრაინისა და დასავლეთისთვის ეს არის ვიტრინა: „აი, საქართველოში გამომივიდა - მოდელი, სადაც ოკუპანტი არაფერს თმობს, ოკუპირებული კი ურთიერთობას აღადგენს“. თუ ეს თბილისში მუშაობს, ის არგუმენტად შედის უკრაინის მოლაპარაკებაში. სომხეთის, მოლდოვისა და ცენტრალური აზიისთვის კი ეს სხვა გზავნილია: დასავლური არჩევანი შექცევადია, რუსულ პროპაგანდას ეს შეუძლია
აქვე, ორი მნიშვნელოვანი დაკვირვება: კრემლი იმიტომ არ ჩქარობს, რომ ძლიერია. ის ჩქარობს, რადგანაც ესმის, რომ დრო მიდის. ერთ მხარეს არის ქართული ოცნება - ხელისუფლება, რომლის საერთაშორისო ლეგიტიმაცია სადავოა, მაგრამ კრემლისთვის არის მაქსიმალურად მოქნილი პარტნიორი - ასეთი პარტნიორები კი მარადიული არ არიან. კრემლს ისიც ესმის, რომ როგორც კი უკრაინის ომი დასრულდება, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე ახალი საუბარი დაიწყება, და ის, ვისაც ამ საუბრის დაწყებამდე ადგილზე მდგომარეობა დაფიქსირებული აქვს, მაგიდასთან უკეთესი პოზიციით მიდის.
მოსკოვს სურს, საქართველო უკვე „დალაგებული“ იყოს მაშინ, როცა ეს დღის წესრიგი გაიხსნება - ისე, რომ ჩვენ ამ დღის წესრიგში საერთოდ არ მოვხვდეთ, ანუ აღმოვჩნდეთ რუსეთის უკანა ეზო. ისევ. ამ გათვლებთან კავშირშია გეოეკონომიკაც. საქართველო შუა დერეფნის ერთადერთი მონაკვეთია, რომელიც რუსეთს გვერდს უვლის. თუ ეს მონაკვეთი მოსკოვის პოლიტიკური გავლენის ზონაშია, ალტერნატიული მარშრუტი ალტერნატივა აღარაა.
მოსკოვს სურს, საქართველო უკვე „დალაგებული“ იყოს მაშინ, როცა ეს დღის წესრიგი გაიხსნება - ისე, რომ ჩვენ ამ დღის წესრიგში საერთოდ არ მოვხვდეთ, ანუ აღმოვჩნდეთ რუსეთის უკანა ეზო. ისევ. ამ გათვლებთან კავშირშია გეოეკონომიკაც. საქართველო „შუა დერეფნის“ ერთადერთი მონაკვეთია, რომელიც რუსეთს გვერდს უვლის. თუ ეს მონაკვეთი მოსკოვის პოლიტიკური გავლენის ზონაშია, ალტერნატიული მარშრუტი ალტერნატივა აღარაა
რაც შეეხება დუგინს, ის კრემლის ერთი რიგითი, ჩვეულებრივი იარაღია. მის ყველა სიტყვას, ისევე, როგორც რუსეთთან კომუნიკაციას, აქვს ფასი ფასი კი ერთია: აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონის დათმობა, სამუდამოდ.
დუგინი 2008 წელს თბილისში ტანკებით შესვლას მოითხოვდა. მისი და კრემლის მიზანი არ შეცვლილა - შეიცვალა ინსტრუმენტი. თანხმობით მიღებული ოკუპაცია უფრო იაფი ჯდება, ვიდრე თანხმობის გარეშე.
თანხმობით მიღებული ოკუპაცია უფრო იაფი ჯდება, ვიდრე თანხმობის გარეშე
და ბოლოს, ვიქტორ ყიფიანის შენიშვნაზე. „ბუნებრივი პარტნიორის“ ფორმულის გამოყენება მართლად შემაშფოთებელია. ეს იმ ლექსიკის ნაწილია, სადაც ურთიერთობა არჩევანი კი არა, გეოგრაფიით და კულტურით მოცემულობაა. ასეთ ენაში სუბიექტურობა ქრება - არჩევანი აღარ არსებობს, არსებობს ბედი.
სწორედ ამიტომ, ნებისმიერი ნორმალიზაციის შეფასებისას მე ოთხ მარტივ კითხვას დავსვამდი: იზრდება თუ არა საქართველოს უსაფრთხოების შესაძლებლობები? იცვლება თუ არა ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი? ბრუნდებიან თუ არა დევნილები? ჩერდება თუ არა ბორდერიზაცია? თუ ყველა პასუხი უარყოფითია, საუბარი ურთიერთობების გაუმჯობესებაზე კი არა, უბრალოდ ჩვენს კაპიტულაციაზეა.
იზრდება თუ არა საქართველოს უსაფრთხოების შესაძლებლობები? იცვლება თუ არა ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი? ბრუნდებიან თუ არა დევნილები? ჩერდება თუ არა ბორდერიზაცია? თუ ყველა პასუხი უარყოფითია, საუბარი ურთიერთობების გაუმჯობესებაზე კი არა, უბრალოდ ჩვენს კაპიტულაციაზეა
- ამ თემებზე მსჯელობისას უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილე და ექს-დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - „კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული „აფხაზეთისა“ და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება“.
თუ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის თემებზე სოხუმისა და ცხინვალის პოლიტიკურ წრეებთან დაახლოებული რუსი ანალიტიკოსებისა და პოლიტიკოსების მოსაზრებებს გავეცნობით, კრემლის გეგმები სწორედ ასე გამოიყურება.
როგორც ჩანს, მოვლენათა ამგვარი განვითარების სცენარში სრულად ჯდება ხელისუფლების მხრიდან იმ ხელოვანების წინააღმდეგ გალაშქრება, ვინც რუსეთში კონცერტების გამართვაზე უარს ამბობს, ხოლო იმათი ხელშეწყობა, ვინც რუსეთში კონცერტების გამართვაზე უარს არ ამბობს.
ეს ყველაფერი კი იმაზე მიუთითებს რომ საქართველოსთან მიმართებაში კრემლი ჩვენი ხელისუფლებასთან თანხმობით მოქმედებს. სხვაგვარად, გაუგებარია ხელისუფლების მხრიდან იმაზე წუხილი რომ საქართველოში ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ბევრს არა „რუსოფობიური“, მაგრამ, ნეგატიური დამოკიდებულება რომ აქვს.
რუსეთი რომ საქართველოსთვის არასანდო პარტიორია, უკანასკნელმა 35 წელმა კარგად დაგვანახა. ამაზე 90-იან წლებში ჯერ ცხინვალის რეგიონში, ხოლო შემდეგ აფხაზეთში განვითარებულმა მოვლენებმა გვასწავლა.
რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა რომ ოფიციალურ თბილისს, მიუხედავად იმისა რომ რუსეთთან დიპურთიერთობები არ აქვს, რუსეთი ახერხებს საქართველოსთან აქტიურად თანამშროლობას?
- დავიწყებ იმით, რაც თითქოს პარადოქსულად ჟღერს: დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა ამ თანამშრომლობას არ უშლის ხელს - ის მას აადვილებს. ეს არ არის ბარიერი, ეს ალიბია.
დაფიქრდით, რას აძლევს ეს ფორმულა ორივე მხარეს. თბილისს საშუალებას აძლევს თქვას: „ჩვენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს“ - და ეს ფრაზა პრინციპულობის მტკიცებულებად წარმოაჩინოს, მაშინ როდესაც შინაარსობრივი კავშირები წლიდან წლამდე იზრდება და ღრმავდება.
მოსკოვს კი საშუალებას აძლევს, აარიდოს თავი ერთადერთ კითხვას, რომელზეც პასუხის გაცემა უწევდა ურთიერთობების ფორმალური აღდგენის შემთხვევაში: რას აპირებს ის სოხუმსა და ცხინვალში საკუთარ საელჩოებთან დაკავშირებით. სანამ ურთიერთობები ფორმალურად არ არსებობს, ეს კითხვა დღის წესრიგში არ დგება. ე.ი. სტატუს-კვო ორივეს აწყობს.
რეალური ურთიერთობა და კომუნიკაცია ხდება იქ, სადაც დიპლომატიური აღიარება არ სჭირდებათ. პირველ რიგში, სპეცწარმომადგენლების ფორმატში, რომელიც 2012 წლიდან ფაქტობრივად მუდმივმოქმედი ორმხრივი არხია - უბრალოდ, სახელი არ ჰქვია. შემდეგ ვაჭრობაში, შემდეგ პირდაპირ ფრენებში, უვიზო რეჟიმში, ტურიზმში, ფულად გზავნილებში, ენერგეტიკაში, საკუთრების სტრუქტურებში, არაფორმალურ ბიზნესქსელებში.
და აი, აქ არის ის, რაზეც ყველაზე ნაკლებად ვსაუბრობთ. ეს კავშირები არა მხოლოდ დამოკიდებულებას ქმნის - ისინი ქმნიან შიდა ინტერესთა ჯგუფებს, რომლებსაც ამ ურთიერთობის შენარჩუნებაზე მატერიალური ინტერესი აქვთ. ეს არის ეკონომიკური ექსპნასია და ეკონომიკის ხელში ჩაგდება - ეს არის ის ინსტრუმენტი, რომელიც ყველაზე ჩუმად მუშაობს და ყველაზე ძნელად გასანეიტრალებელია.
ეს კავშირები არა მხოლოდ დამოკიდებულებას ქმნის - ისინი ქმნიან შიდა ინტერესთა ჯგუფებს, რომლებსაც ამ ურთიერთობის შენარჩუნებაზე მატერიალური ინტერესი აქვთ. ეს არის ეკონომიკური ექსპნასია და ეკონომიკის ხელში ჩაგდება - ეს არის ის ინსტრუმენტი, რომელიც ყველაზე ჩუმად მუშაობს და ყველაზე ძნელად გასანეიტრალებელია
სწორედ ამიტომ არ სჭირდება ქართულ ოცნებას ურთიერთობების ფორმალური აღდგენა. აღდგენა ხილულ პოლიტიკურ ფასს ითხოვს და საელჩოების კითხვას გარდაუვალს ხდის. არაფორმალურ გაღრმავებაში კი ფორმალური პოლიტიკური ფასის გადახდა საჭირო არაა. ამ პროექტის მთავარი წინაღობა მოსკოვის სიფრთხილე კი არა, ქართული საზოგადოებაა. სწორედ ამიტომაა მთელი ძალისხმევა და პროპაგანდა შიგნით მიმართული, ქართული საზოგადოების გასატეხად.
ამ პროექტის მთავარი წინაღობა მოსკოვის სიფრთხილე კი არა, ქართული საზოგადოებაა. სწორედ ამიტომაა მთელი ძალისხმევა და პროპაგანდა შიგნით მიმართული, ქართული საზოგადოების გასატეხად
რაც შეეხება კონფედერაციის მოდელს, ეს ცალსახად რუსული ხაფანგია. ასეთი კონსტრუქცია საერთაშორისო სამართლის საკითხს - ოკუპაციას, სახელმწიფოთაშორის დავას რუსეთთან - გადააქცევს შიდა კონსტიტუციურ მოწყობის საკითხად. ხოლო როგორც კი საკითხი შიდაა, რუსეთი მხარიდან ისევ შუამავლად გადაიქცევა.
ეს ზუსტად ის როლია, რომელსაც მოსკოვი 1992 წლიდან ეძებს - და 90-იან წლებში ის ერთდროულად სამივე იყო: მხარეც, მშვიდობისმყოფელიც და შუამავალიც. სწორედ ეს სამმაგი როლი აღდგება, საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანოდ.
ეს ზუსტად ის როლია, რომელსაც მოსკოვი 1992 წლიდან ეძებს - და 90-იან წლებში ის ერთდროულად სამივე იყო: მხარეც, მშვიდობისმყოფელიც და შუამავალიც. სწორედ ეს სამმაგი როლი აღდგება, საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანოდ
ცხადია, ირიბად, ეს ასევე ნიშნავს თბილისის, სოხუმისა და ცხინვალის გათანაბრებას, და თან - კონფედერაციულ მოდელში - თბილისისთვის საგარეოპოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების უფლების შეზღუდვას. მარტივად რომ ვთქვათ, კონფედერაცია არის არის არა კონფლიქტის მოგვარება, არამედ მთლიანად საქართველოს ოკუპაცია.
ამიტომ ჩემი პასუხი კითხვაზე „როგორ ახერხებს რუსეთი“, მდგომრეობს იმაში, რომ რუსეთს არასდროს დაუკარგავს ის არხები, რომლებზეც ეს ურთიერთობა რეალურად დგას.
დიპლომატიური ურთიერთობები ფორმაა. ჩვენ კი ფორმას ვაკვირდებით და შინაარსს ვუშვებთ ხელიდან.
- თქვენთან დაკავშირებამდე თვალი მოვკარი ინფორმაციას იმის შესახებ რომ რუსეთში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურ პარტია „იაბლოკო“ არ დაუშვეს.
რუსული სოციალოგია ირწმუნება რომ პუტინის „ედინნაია როსსია“ იმის გამო ყოფილა შეშფოთებული რომ „იაბლოკოს“ ჰქონია ომის საწინააღმდეგო ლოზუნგები, რასაც პუტინის რუსეთში საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყოლია. „იაბლოკოს“ არჩევნებში არდაშვების მიზეზიც სასაცილოა და გაუგებარია აღმოჩნდა, მაგრამ როცა საქმე იხება პუტინის ოლიგარქიული მმართველობის შენარჩუნებას, გასაკვირი არც არაფერია.
„იაბლაკოს“ შემთხვევა იმის გამო გავიხსენე რომ როცა საქმე ეხება იმას, მომავალ არჩევნებზე შეინარჩუნებს თუ არა „ქართული ოცნება“ ძალაუფლებას, არაა გამორიცხული დღევანდელმა მმართველმა გუნდმაც არჩევნებში არ დაუშვას პოლიტიკური ძალა, რომელსაც, შესაძლოა, იმ დროისთვის მისი დამარცხების უნარი და შესაძლებლობა.
თქვენ ასე არ ფიქრობთ? თუ არაა, რა გაძლევთ ამის თქმის საშუალებას?
- „იაბლოკოს“ შემთხვევა არის ზუსტი და პირდაპირი ილუსტრაცია, სადამდე მივყავართ რუსულ კანონებს, აგენტების ძებნასა და ზოგადად, პარანოიას - დემოკრატიის სიკვდილამდე.
საუბედუროდ, საქართველოში ეს პროცესი უკვე დაწყებულია - 2025 წლის 4 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად მიიღო პარლამენტის 88 წევრის სარჩელი, რომელიც სამი ძირითადი ოპოზიციური პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვისა“ და „ლელო - ძლიერი საქართველოს“ - არაკონსტიტუციურად ცნობასა და გაუქმებას ითხოვს. 2026 წლის გაზაფხულზე სარჩელი განახლდა და სიას „ფედერალისტები“ დაემატა. ე.ი. კითხვა „აკრძალავენ თუ არა“ უკვე დასმულია.
ცოტა კომიკურია, რომ „ქართული ოცნების“ გზა, რომელიც მან ახლა აირჩია, რუსულზე უარესია: „იაბლოკოს“ შემთხვევაში უზენაესმა სასამართლომ მხოლოდ პარტიის სია მოხსნა, თავად პარტიის აკრძალვის გარეშე. ყოველ შემთხვევაში, ჯერ „იაბლოკომ“ ნავალნის პარტიის ბედი, რომელიც აკრძალეს და ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს, არ გაიზიარა.
„ქართული ოცნების“ გზა, რომელიც მან ახლა აირჩია, რუსულზე უარესია: „იაბლოკოს“ შემთხვევაში უზენაესმა სასამართლომ მხოლოდ პარტიის სია მოხსნა, თავად პარტიის აკრძალვის გარეშე. ყოველ შემთხვევაში, ჯერ „იაბლოკომ“ ნავალნის პარტიის ბედი, რომელიც აკრძალეს და ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს, არ გაიზიარა
ქართული ვერსია იაბლოკოს შეზღუდვაზე იურიდიულად უფრო შორს მიდის. აქ საუბარია არა კონკრეტულ არჩევნებზე სიის მოხსნაზე, არამედ თავად პარტიების გაუქმებაზე - სარჩელი ითხოვს ამ პარტიების წევრებისთვის ახალი გაერთიანებების შექმნისა და სხვა პარტიებში გაწევრიანების აკრძალვასაც.
ცხადია, რუსული სასამართლო და პოლიტიკური სისტემის შესახებ ილუზიების ქონა დამღუპველია, მაგრამ ის, რომ „ქართულმა ოცნებამ,“ თუნდაც, ფორმალურად, თუნდაც ამ კონკრეტულ ისტორიულ მომენტში, რუსეთზე უარესი იურიდიული გზა აირჩია - „ქართულ ოცნებაზე“ კარგს არაფერს მეტყველებს.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი