გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული, კიევში უკრაინელ კოლეგას ანდრეი სიბიგას შეხვდა, - ინფორმაციას ვადეფული სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„მიხარია თქვენი ნახვა, ჩემო მეგობარო და კოლეგა, ანდრეი სიბიგა, დღეს კიევში და გილოცავთ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას“, - წერს ვადეფული.
მისი თქმით, უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ომში არაჩვეულებრივი გამძლეობა გამოავლინეს.
„უკრაინელებმა პუტინის სასტიკი ომის წინაშე არაჩვეულებრივი გამძლეობა გამოავლინეს. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ თქვენს გვერდით“, - აცხადებს გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
იოჰან ვადეფული კიევში დღეს ჩავიდა. მისი თქმით, რუსეთის რაკეტები და დრონები ისე დაუნდობლად ესხმიან თავს უკრაინას, როგორც არასდროს.
„უკრაინა ამ დღეებში დამოუკიდებლობის 35-ე წელს აღნიშნავს. ამავდროულად, პუტინის რაკეტები და დრონები ქვეყანას ისე დაუნდობლად ესხმიან თავს, როგორც არასდროს“, - წერს ვადეფული.
მისი თქმით, რუსეთი განზრახ ესხმის თავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის ელექტროენერგიისა და გათბობის სისტემას.
„სწორედ ამიტომ, ჩვენ უკვე ვფიქრობთ ზამთარზე და ვმუშაობთ იმისთვის, რომ უკრაინას ზამთრისთვის მომზადებაში დავეხმაროთ. პუტინი იმედოვნებს, რომ უკრაინის მოსახლეობა გატყდება, მაგრამ მათი საზოგადოება გამძლეა“, - აცხადებს იოჰან ვადეფული.