მიხაილ ფედოროვი აცხადებს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით საუბრის წამოწყება მისი მორალური უფლებაა და მომავალში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს

არჩევნებთან დაკავშირებით საუბრის წამოწყება ჩემი მორალური უფლებაა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ამის განხილვის არ უნდა გვეშინოდეს. დემოკრატია სწორედ ეს არის. თუ ჩემს საზოგადოებასთან ჩემი იდეების გაზიარებასა და ღიად საუბარს ვერ შევძლებ, მაშინ რისთვის ვიბრძვით? თუ არჩევნები არასდროს ჩატარდება, მაშინ ჩვენ დემოკრატია აღარ ვიქნებით“, - განაცხადა ფედოროვმა.

ფედოროვმა მომავალში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ გამორიცხა.

„ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შევძლებთ დემოკრატიული პროცესის განახლებას. იმაზე, მექნება თუ არა ენერგია, შევინარჩუნებ თუ არა ჩემს გუნდს, ასევე იმაზე, ვუპასუხებ თუ არა შეკითხვას, შევძლებ კი პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობას. რაც უფრო მნიშვნელოვანია, მეტყვის თუ არა თავად ხალხი, რომ დიახ, ამ თანამდებობაზე მუშაობას განდობთ“, - აღნიშნა მიხაილ ფედოროვმა.

ფედოროვის თქმით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობაში კორუფციასთან დაკავშირებით კითხვებზე „პასუხები აქვს გასაცემი“.

„ამ კითხვას მან უპასუხოს. მჯერა, რომ ის მსგავსი შეკითხვებისთვის მზად არის. მისი პასუხისმგებლობაა გვითხრას, იცოდა თუ არა ამ ყველაფრის შესახებ. მე ვარაუდების გამოთქმა არ მსურს“, - აღნიშნა ფედოროვმა.

ამასთან, ფედოროვის განცხადებით, მას არანაირი მტკიცებულება არ აქვს, რომ თავად ზელენსკი კორუმპირებულია.

„მასთან მუშაობის განმავლობაში, ერთხელაც არ მიმიღია მისგან ისეთი დავალება ან მითითება, რომელიც კანონს ან ჩემს პირად პატიოსნების პრინციპს ეწინააღმდეგებოდა. ასე რომ, მასთან ჩემი პირადი გამოცდილება ასეთია“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

ფედოროვმა დაადასტურა, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში აშშ-ში ვიზიტს გეგმავს და ილონ მასკთან შეხვედრის იმედი გამოთქვა.

„მსოფლიოში საუკეთესო ტექნოლოგიური კომპანიები მხარს გვიჭერენ. ჩემი თანამდებობის მიუხედავად, ჩვენ მათთან კონტაქტი უნდა შევინარჩუნოთ. მე მათთან მუშაობის წარმატებული გამოცდილება მაქვს და ჩემი ქვეყნისთვის მათთან კავშირი უნდა შევინარჩუნო“, - აღნიშნა ფედოროვმა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა