ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი - უკრაინის მიმართ მხარდაჭერა 2027 წელსაც გაგრძელდება

უკრაინის მიმართ ნორვეგიის მხარდაჭერა 2027 წელსაც გაგრძელდება, - ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ სტორემ კიევში, უკრაინის ეროვნული დროშის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

„ნორვეგიის მხარდაჭერა გაგრძელდება. ამას პარლამენტში ყველა პარტია მხარს უჭერს. 2027 წელს დახმარების იმავე დონეს შევინარჩუნებთ, რაც წელს გვქონდა. ეს დაახლოებით 9 მილიარდი დოლარია. ეს მხარდაჭერა ფართომასშტაბიანია და სამხედრო, ჰუმანიტარულ და ფინანსურ სფეროებს მოიცავს. მხარდაჭერა უკრაინის პრიორიტეტებს პასუხობს“, - განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერა ევროპის უსაფრთხოებაში ინვესტიციასაც ნიშნავს.

„მოგვიანებით, ნორვეგია და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციას გააფორმებენ. ეს ორივე მხარისთვის სარგებლის მომტანი პარტნიორობაა“, - აღნიშნა სტორემ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე