გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე რუსეთსა და უკრაინას მოუწოდებს, მოლაპარაკებებს დაუბრუნდნენ

გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დენ ნეგრეამ, რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, სამოქალაქო სამიზნეებზე თავდასხმები შეწყვიტონ და მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდნენ.

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ნეგრეამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები იმეორებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდებას რუსეთსა და უკრაინას შორის დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტისა და კეთილსინდისიერი მოლაპარაკებების შესახებ.

„მოვუწოდებთ ორივე მხარეს, შეწყვიტონ ნებისმიერი თავდასხმა, რომელიც აზიანებს ან საფრთხეს უქმნის სამოქალაქო გემებს. უაზრობაა უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის სისხლის დაღვრა, როდესაც ამ ომის სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს“, - აღნიშნა ნეგრეამ.

მან რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, მოლაპარაკებებს დაუბრუნდნენ და ხაზი გაუსვა, რომ შეასრულებენ კონსტრუქციულ როლს, რათა ხელი შეუწყონ მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებებს ამ შედეგის მისაღწევად.

ამასთან, ამერიკელმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა რომ შეერთებული შტატები უკრაინის მომავლის, როგორც სუვერენული და აყვავებული სახელმწიფოს, მიმართ ერთგული რჩება.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს