ვატიკანის წამყვანი დიპლომატი, მთავარეპისკოპოსი პოლ გალაგერი - უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს

უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ ვატიკანის წამყვანმა დიპლომატმა, მთავარეპისკოპოსმა პოლ გალაგერმა მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ომი ახალ მსხვერპლს იწვევს და მომავალ მორიგებას კიდევ უფრო ართულებს. აუცილებელია დიპლომატიური და პოლიტიკური მუშაობისთვის პირობების შექმნა“, - განაცხადა ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, ლავროვთან შეხვედრაზე ჰუმანიტარული საკითხები განიხილა.

„განვიხილეთ ისეთი საკითხები, როგორიცაა ბავშვების ოჯახებში დაბრუნება, ტყვეებისა და დაკავებული სამოქალაქო პირების მდგომარეობა, ოჯახების გაერთიანება და დაჭრილების დახმარება. ეს საკითხები ჰუმანიტარული კრიტერიუმების ფარგლებში განვიხილეთ, მათი პოლიტიზების თავიდან აცილებით“, - აღნიშნა მინისტრმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს