ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინელებმა ერთ დღეში რუსეთში 16 სამიზნეს დაარტყეს - სამართლიანად ვამცირებთ რუსეთის აგრესიის პოტენციალს

უკრაინულმა ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში 16 სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის ნავთობის ინფრასტრუქტურას, აეროდრომებს, სარაკეტო დანადგარს, სამხედრო ობიექტს და ლოგისტიკურ ობიექტებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენმა ჯარებმა რუსეთში 16 სამიზნეს დაარტყეს. კერძოდ, შორ მანძილზე მოქმედი დარტყმები განხორციელდა ნავთობის ობიექტებზე - რუსეთის ნავთობის ფონდზე, რომელიც აფინანსებს ომს. მათ ასევე დაარტყეს აეროდრომებს, სარაკეტო დანადგარებსა და ინფრასტრუქტურას, რომელიც მუდმივად გამოიყენება უკრაინაზე თავდასხმებისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინულმა ძალებმა ასევე დაარტყეს რუსეთის სამხედრო ობიექტსა და ლოგისტიკურ ცენტრს.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთის დარტყმებს პასუხობს, რათა აგრესორი ქვეყნისთვის ომის ფასი გაზარდოს.

„ომი იქ უნდა დაბრუნდეს, საიდანაც დაიწყო. უკრაინა რუსეთის თავდასხმებს პასუხობს და ამას ისე აკეთებს, რომ აგრესორისთვის ომის ფასი გარდაუვლად იზრდება. სამართლიანად ვამცირებთ რუსეთის აგრესიის პოტენციალს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე