წარმოშობით რუსი აქტივისტის, დენის კულანინის ექსტრადიციის საკითხზე სასამართლო პროცესი ხვალ ჩატარდება

გასული წლის საპროტესტო აქციაზე პოლიციის მანქანის დაზიანებისთვის მსჯავრდებულის, წარმოშობით რუსი აქტივისტის, დენის კულანინის სასამართლო პროცესი ხვალ ჩატარდება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 30 აგვისტოს, 11:00 საათზე ჩატარდება.

აღნიშნულ სხდომაზე დენის კულინანის საექსტრადიციო პატიმრობის საკითხზე იმსჯელებენ.

დღეს, დენის კულინანის ადვოკატებისგან გახდა ცნობილი, რომ მან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში შიმშილობა დაიწყო, ვინაიდან მას რუსეთში დეპორტაცია ემუქრება.

უფლებადამცველების თქმით, ისინი სასამართლოს დენის კულანინის მისი წარმოშობის ქვეყნის ნაცვლად, მესამე ქვეყანაში გაძევების შუამდგომლობით მიმართავენ.

ადვოკატების განმარტებით, პირს წარმოშობის ქვეყანაში აძევებენ, დენის კულინანის წარმოშობის ქვეყანა კი რუსეთია, სადაცა მას მათივე თქმით, საფრთხე ემუქრება. უფლებადამცველების თქმით, კულინანს კანონით აქვს უფლება, მესამე ქვეყანაში წავიდეს, რის გამოც, მათ მესამე ქვეყანაში ავუღეს ბილეთები, თყმცა, გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.

ცნობისთვის, დენის კულანინი წარმოშობით რუსი აქტივისტია, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა. ის 2025 წლის 28 მარტს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალის მიხედვით, მან პოლიციის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანა.დენის კულანინს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საპროტესტო აქციებში მონაწილე 9 მსჯავრდებული შეიწყალა: დანიელ მუმლაძე, გურამ ხუტაშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, დენის კულანინი, საბა ჯიქია, დავით ხომერიკი, თორნიკე მჭედლიშვილი, სიმონ მახარაძე და ავთანდილ თოფჩიშვილი.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება