ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ისლანდიელმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები აღარ გაგრძელდება - ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება

ისლანდიელმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა. გუშინ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგი ნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები აღარ გაგრძელდება, - ამის შესახებ ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თორგერდურ კატრინ გუნარსდოთირმა განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, ისლანდია გააგრძელებს ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობას.

„ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, რაც მტკიცედ არის დაფუძნებული ევროპის ეკონომიკური სივრცის შესახებ შეთანხმებაზე“, - აღნიშნა ისლანდიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, შაბათს ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების თანახმად, ქვეყნის მოსახლეობამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგ მისცა ხმა. კერძოდ, 225 031 ამომრჩევლიდან 52.8%-მა მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა, 47.2%-მა კი მოლაპარაკებების განახლების შესახებ დასმულ შეკითხვას დადებითად უპასუხა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა