შალვა პაპუაშვილი - აბიტურიენტები, რომლებიც კომპეტენციის მინიმალურ ზღვარს ლახავდნენ, მაგრამ უნივერსიტეტებში ვერ ირიცხებოდნენ, ყოველ წელს არიან - ვინაიდან პროგრამების გადანაწილება ახლებურად მოხდა, შესაძლოა, აბიტურიენტებს  ჰქონოდათ დაბნეულობა

აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებიც კომპეტენციის მინიმალურ ზღვარს ლახავდნენ, მაგრამ ვერ ირიცხებოდნენ, ყოველ წელს არის - ვინაიდან უნივერსიტეტებს შორის პროგრამების გადანაწილება ახლებურად მოხდა, შესაძლოა, აბიტურიენტებს დაბნეულობა ჰქონოდათ რომელი აერჩიათ და აქედან გამომდინარე, მათ მიეცეთ შესაძლებლობა მეორადი ჩარიცხვის პროცესში დაფიქრდნენ თავიანთ არჩევანზე. ეს გამონაკლისი, ერთჯერადი ხასიათის გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი განმარტებით, გადაწყვეტილება, რომელიც პრემიერმა და განათლების მინისტრმა მიიღეს, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უმაღლესი განათლების რეფორმა ისე მიმდინარეობდეს, რომ უპირველეს ყოვლისა, სტუდენტზე იყოს ორიენტირებული.

“ვინაიდან ოპოზიცია ვერაფერში იმარჯვებს, ერთადერთი სხვის გადაწყვეტილებებზე პარაზიტირებს და ამას საკუთარ გამარჯვებად აცხადებს.

ჩვენ როგორც უმაღლესი, ასევე, ზოგადი განათლების მნიშვნელოვან საგანმანათლებლო რეფორმას ვახორციელებთ. ამ მასშტაბურ და საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რეფორმას სჭირდება ყოველდღიური დაკვირვება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება. სწორედ ეს იყო რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და განათლების მინისტრმა გააკეთეს, როდესაც ჩარიცხვების შედეგებიდან გამომდინარე გამონაკლისის სახით მეორადი ჩარიცხვები დაიშვა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებიც კომპეტენციის მინიმალურ ზღვარს ლახავდნენ, მაგრამ ვერ ირიცხებოდნენ, ყოველ წელს არის - რამდენიმე ასეული და სხვადასხვა რაოდენობის ყოველთვის არიან აბიტურიენტები, რომლებმაც გადალახეს, მაგრამ ვერ მოხვდნენ იმ უნივერსიტეტებში, რომელიც მათი არჩევანი იყო, რადგან სხვებს უკეთესი შედეგები ჰქონდათ და ჯერ ისინი ირიცხებიან. ეს ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება, როდესაც მისი არჩევანი არ დაემთხვევა მის მონაცემებს და შედეგებს გამოცდებში - ესეც გამოცდების და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პროცესის ნაწილია. ამ შემთხვევაში, ვინაიდან უნივერსიტეტებს შორის პროგრამების გადანაწილება ახლებურად მოხდა, შესაძლოა, აბიტურიენტებს დაბნეულობა ჰქონოდათ, რომელი აერჩიათ და აქედან გამომდინარე, მათ მიეცეთ შესაძლებლობა მეორადი ჩარიცხვის პროცესში დაფიქრდნენ თავიანთ არჩევანზე და უნივერსიტეტის შერჩევაზე, სადაც შეიძლება თავისუფალი ადგილები არსებობდეს. ეს არის გამონაკლისი, ერთჯერადი ხასიათის გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უმაღლესი განათლების რეფორმა ისე მიმდინარეობდეს, რომ უპირველეს ყოვლისა სტუდენტზე იყოს ორიენტირებული და თუ ცალკეულმა გარემოებამ შეიძლება მათთვის დაბნეულობა გამოიწვიოს, ამ მხრივ მივცეთ შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ და თავიანთი გადაწყვეტილება უნივერსიტეტთან დაკავშირებით შეასწორონ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აბიტურიენტებს, რომელთაც გადალახეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას აძლევს. როგორც მინისტრმა გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, წელს სამინისტრო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით დაუშვებს გამონაკლისს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში