ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა - ყოველთვის სპეციალურად გეგმავენ დარტყმებს ისე, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანის სიცოცხლე გაანადგურონ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად საერთო ჯამში 12 ადამიანი დაიღუპა.

„კიევში რკინიგზის დეპოზე დარტყმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. ასევე, თავდასხმის ობიექტი გახდა ხერსონის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის, ჩერნიგოვის, ჟიტომირის, სუმის და დნეპრის ოლქები. საერთო ჯამში, თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ინდოეთის მოქალაქე, ხოლო ათობით ადამიანი დაშავდა“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, რუსეთი ყოველთვის სპეციალურად გეგმავს დარტყმებს ისე, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანის სიცოცხლე გაანადგუროს.

„რუსეთი ყოველთვის სპეციალურად გეგმავს დარტყმებს ისე, რომ რაც შეიძლება მეტი განადგურება გამოიწვიოს ადამიანების სიცოცხლისთვის და ეს მხოლოდ მაშინ არის წარმატებული, როდესაც საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები არასაკმარისია“, - აცხადებს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტი მადლობას უხდის ყველას, ვინც ეხმარება უკრაინას ანტიბალისტიკური შესაძლებლობების მიღებაში PURL-ისა და ორმხრივი მიწოდების გზით და აცხადებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მიწოდება შემოდგომაზე კიდევ უფრო გაიზარდოს.

„რუსული ტერორის მსხვერპლთა რაოდენობა პირდაპირ დამოკიდებულია დახმარების ყოველ ახალ პაკეტზე“, - წერს ზელენსკი.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში