ახალგაზრდებთან შეხვედრების ფარგლებში ირაკლი ყანდაშვილი გორის ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

ახალგაზრდებში ადვოკატის პროფესიის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ახალგაზრდებთან შეხვედრებს განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ირაკლი ყანდაშვილი გორში მიმდინარე თემატური ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ასოციაციის თავმჯდომარემ მოზარდებს ადვოკატის პროფესიის ძირითადი მიმართულებები გააცნო, ისაუბრა ადვოკატის როლზე ქვეყანაში სანდო და ხარისხიანი მართლმსაჯულების დამკვიდრებისა და ადამიანის უფლებების დაცვის პროცესში.

მან ასევე დეტალურად განმარტა ის ეტაპები, რომელთა გავლა ადვოკატის პროფესიაში შესასვლელად არის საჭირო.

შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კითხვა-პასუხის რეჟიმში, ასოციაციის თავმჯდომარისგან პირადად მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე და პროფესიის შესახებ მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები მოესმინათ.

„ახალგაზრდებში იურიდიული პროფესიის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების სისტემის მუშაობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს არის თაობა, რომელიც მომავალში ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს და სწორედ მათ შორის იქნებიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა პროფესიულ სფეროში, მათ შორის ადვოკატის პროფესიაში, მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას აიღებენ. ასეთი შეხვედრები ახალგაზრდებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ როგორც პროფესიის არსი, ისე მისი მნიშვნელობა ადამიანის უფლებების დაცვისა და სამართლიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის პროცესში“, - აღნიშნა ირაკლი ყანდაშვილმა.

ასოციაციის ცნობით, გორში მიმდინარე შვიდდღიანი საბანაკე პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ჩართულნი არიან სხვადასხვა ტრენინგში, შემოქმედებით აქტივობასა და გუნდურ შეჯიბრებებში. პროექტი სკოლის მოსწავლეებზეა გათვლილი და მიმდინარე წელს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 600-მდე მოზარდს უმასპინძლებს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება