კონკრეტული საკითხები არსებობს, რამაც შეიძლება შეცვალოს ძირეულად საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიურობა, კერძოდ, ქონების გადასახადის წლიური ზღვარი 40 000 ლარიდან აიწიოს 100 000 ლარამდე, დღგ-ს გადახდის 100 000 ლარიანი ზღვარი აიწიოს 500 000 ლარამდე, ხოლო საფოსტო გზავნილების განბაჟების ზღვარი 300 ლარიდან ავიდეს 900 ლარამდე - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რითაც საგადასახადო რეფორმის დაანონსებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, 2005 და 2009 წელს დაწესებული საგადასახადო ზღვარი დღევანდელი რეალობისთვის შეუსაბამოა, რადგან მას შემდეგ შეიცვალა ლარის კურსი, გაიზარდა ხელფასები, ინფლაცია და მოხდა ციფრული რევოლუცია.
„ქართულმა ოცნებამ”, ფაქტობრივად, უკან დაიხია. ჩვენი და საზოგადოების მოწოდების შემდეგ ქონების გადასახადის რეფორმა დააანონსა, მაგრამ არაფერი კონკრეტული არ უთქვამთ, როგორც ეს დილეტანტ „ქართულ ოცნებას“ სჩვევია. თუ მათ რეალურად სურთ, რომ საზოგადოების ინტერესებს მოემსახურონ, რათა საქართველოს მოქალაქეებისა და მცირე მეწარმეების ჯიბემ ყოველთვიურად შვება იგრძნოს, მაშინ საჭიროა კონკრეტული რეფორმები, რომელზეც „ძლიერი საქართველო-ლელო” საუბრობს.
ხელისუფლების ცვლილებისას საქართველოს საგადასახადო სისტემის რეფორმა და გაუმჯობესება ძირეულად მოხდება, მაგრამ მანამდე დღესვე კონკრეტული საკითხები არსებობს, რამაც შეიძლება შეცვალოს ძირეულად საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიურობა, კერძოდ, ქონების გადასახადის წლიური ზღვარი 40 000 ლარიდან აიწიოს 100 000 ლარამდე, დღგ-ს გადახდის 100 000 - ლარიანი ზღვარი აიწიოს 500 000 ლარამდე, ხოლო საფოსტო გზავნილების განბაჟების ზღვარი 300 ლარიდან ავიდეს 900 ლარამდე.
ქონების გადასახადის 40 000 - ლარიანი ზღვარი დაწესებულია 2005 წელს. მას შემდეგ ერთის მხრივ, საქართველოში ხელფასები გაიზარდა, მაგრამ მეორეს მხრივ, ამ 20 წელიწადში 300%-ით ინფლაცია გაიზარდა. შესაბამისად აუცილებელია, რომ ეს 40 000 - ლარიანი ზღვარი ფუნდამენტურად გადაიხედოს, რადგან ეს თანხა რაიმე განსაკუთრებულად სიმდიდრედ ამ ქვეყანაში აღარ ითვლება. ამასთან ერთად ჩვენ ვამბობთ, რომ დღგ-ს გადასახადის ზღვარი იქნას აწეული 500 000 ლარამდე და საფოსტო გზავნილების განბაჟების ზღვარი 300 ლარიდან 900 ლარამდე. 300 - ლარიანი ზღვარი დაწესებულია 2009 წელს. მოგეხსენებათ, რომ 2009 წელს გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში ლარზე იყო 1.66 ლარი, ხოლო დღეს 2026 წელს 2.62 ლარია. 2009 წლის შემდეგ ლარიც მკვეთრად გაუფასურდა და რეალობაც შეიცვალა. მოხდა ციფრული რევოლუცია და ადამიანები ინტერნეტ პლატფორმებიდან მეტს იწერენ. შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეები ამ შემთხვევაშიც დიდ შვებას ნახავენ. აქ ცალსახად უნდა გაესვას ხაზი იმას, რომ ბიუჯეტს არ დააკლდება ისეთი სახსრები, რომელთა დაბალანსება და ანაზღაურება შეუძლებელია. რასაც ხშირად „ქართული ოცნება” არგუმენტად მოიტანს ხოლმე. მაგალითად, ავიღოთ 300 ლარიდან 900 ლარამდე საფოსტო გზავნილების შემოტანილი იმპორტის გადასახადი და დღგ-ს, ჯამში არის 14 000 000 ლარი, ანუ ეს დააკლდება ბიუჯეტს, რომლის კომპენსაციაც შეიძლება სხვა ეკონომიებით, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები თავის ჯიბეზე უდიდეს შვებას იგრძნობენ. აქვე ვიტყვით, რომ დღგ-ს გადასახადის ზღვრის აწევა 100 000 ლარიდან 500 000 ლარამდე შეიძლება ჟღერდეს ძალიან ხმამაღლა, მაგრამ აქაც 336 000 000 ლარის ბიუჯეტის დანაკლისზეა საუბარი. ეს დანაკლისი ძალიან მარტივად შეიძლება დაბალანსდეს მაგალითად, თუ დავუჯერებთ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც დავუშვათ და ტყუილი არ არის, რომელიც ეხება სახელმწიფო კომპანიებს, სადაც ის ამბობდა რომ 700 000 000 ლარის წლიური დანაზოგი გააკეთა სახელმწიფო კომპანიებში. ეს დანაზოგი, როგორც დღგ-ს ზღვრის აწევას მოემსახურება და ჰყოფნის ისე განბაჟებას ინტერნეტ პლატფორმებზე ნაყიდი პროდუქციის. ამიტომ ეს არგუმენტი არ არსებობს. თუ მართლა უნდათ, ამ რეფორმის განხორციელება და უბრალოდ საჩვენებლად და ხალხის დასაშოშმინებლად არ აკეთებენ და სურთ, რომ მოქალაქეებმა საკუთარ ჯიბეზე იგრძნონ შვება არის კონკრეტული რეფორმა 1. ქონების გადასახადის 40 000 ლარამდე ზღვრის 100 000 ლარამდე აწევა. 2. დღგ-ს ზღვრის 100 000 ლარიდან 500 000 ლარამდე აწევა 3. საფოსტო გზავნილების განბაჟების ზღვრის 300 ლარიდან 900 ლარამდე აწევა. ყოველთვიურად ძალიან დიდი შვებას ნახავენ ამ ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც „ქართული ოცნების“ გამო ცხოვრობენ უკიდურეს სიღარიბეში, ყოველთვიურ ფასების ზრდაში და არნახულ, კოლოსალურ კორუფციაში, რომელშიც „ქართული ოცნება” ამ ქვეყანას აცხოვრებს”, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.