ვლადიმერ პუტინი - რუსეთი სოლიდარობას უცხადებს ირანელ ხალხს, აღფრთოვანებული ვართ თქვენი სიმამაცითა და სიმტკიცით ეროვნული ინტერესებისთვის ბრძოლაში - რთულ პერიოდში ვცდილობთ, გაგიწიოთ საჭირო დახმარება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბიშკეკში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და ირანსა და აშშ-ს შორის კონფლიქტი განიხილეს.

„რუსეთ-ირანის მეგობრული ურთიერთობები სტაბილურად ვითარდება ყველა სფეროში, ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების სულისკვეთების შესაბამისად“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, მოსკოვი ცდილობს, ირანს რთულ სიტუაციაში საჭირო საქონლის მიწოდებით დაეხმაროს.

„ამ რთულ პერიოდში ვცდილობთ, გაგიწიოთ საჭირო დახმარება. ჩვენ ეს საკითხი თქვენთან განვიხილეთ და საჭირო საქონლით მოგაწვდით“, - განუცხადა ვლადიმერ პუტინმა მასუდ ფეზეშქიანს.

მისი თქმით, რუსი ხალხი სოლიდარობას უცხადებს ირანელ ხალხს საკუთარი ინტერესებისთვის ბრძოლაში.

“რუსეთი სოლიდარობას უცხადებს ირანელ ხალხს. აღფრთოვანებული ვართ თქვენი სიმამაცითა და სიმტკიცით საკუთარი ეროვნული ინტერესებისთვის ბრძოლაში“, - აღნიშნა პუტინმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება