რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მუქარას, რომ რუსეთის ცა მთლიანად სახიფათო ხდება სახელმწიფო ტერორიზმზე განაცხადის გაკეთებად მიიჩნევს, - ინფოემაციას რუსული მედია ავრცელებს.
„მე ასეთი განცხადებები არ მსმენია, მაგრამ თუ ისინი ხმამაღლა გაკეთდა, მაშინ ეს უბრალოდ განაცხადია სახელმწიფო ტერორიზმზე“, - განაცხადა რუსეთის ლიდერმა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ცა მთლიანად სახიფათო ხდება. “დღეს გვსურს, ყველა ავიაკომპანია გავაფრთხილოთ, რომელიც რუსულ საჰაერო სივრცეს იყენებს, ყველა დამზღვევი, ყველა, ვინც ჯერ კიდევ იყენებს საკვანძო რუსულ აეროპორტებს: რუსული ცა მთლიანად სახიფათო ხდება. უკრაინა საფრთხეს არ წარმოადგენს სამოქალაქო ავიაციისთვის, როგორც ასეთი - არცერთი სამოქალაქო თვითმფრინავისთვის. უბრალოდ, რუსეთის ცაში დრონები იქნება, და ამის გათვალისწინებაა საჭირო. იმისდა მიუხედავად, რომ რუსული ხელისუფლება ამის შესახებ სათანადოდ არ იუწყება, მაგრამ რუსული ცა დე ფაქტო დაიხურება: ომი, რომელიც რუსეთმა გააჩაღა, მის ცას კეტავს”, - განაცხადა ზელენსკიმ.
.