ალექსანდრ გრუშკო გერმანიაში რუსეთის საკონსულოსა და „რუსეთის სახლის“ დახურვის გადაწყვეტილებაზე - გერმანიამ საფრთხე შეუქმნა სანქტ-პეტერბურგში გენერალური საკონსულოს მუშაობას

გერმანიის გადაწყვეტილებამ ბონში რუსეთის საკონსულოსა და ბერლინში კი „რუსეთის სახლის“ დახურვასთან დაკავშირებით საფრთხე შეუქმნა სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალური საკონსულოს მუშაობას და გოეთეს ინსტიტუტის ფუნქციონირებას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა.

„და არა არა მხოლოდ მათ“, - განაცხადა გრუშკომ, როდესაც უპასუხა შეკითხვას, შეუქმნა თუ არა გერმანიამ საფრთხე თავისი გენერალური საკონსულოსა და გოეთეს ინსტიტუტის ფუნქციონირებას.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ გერმანია ესკალაციის გზა დაადგა და ამ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების შემცირება არ გამორიცხა.

გრუშკომ განაცხადა, რომ ბერლინთან დიპლომატიური ურთიერთობების სრული გაწყვეტის საკითხი ამჟამად არ განიხილება, თუმცა აღნიშნა, რომ ამ სფეროში ურთიერთობების გაუარესების საზღვარი არ არსებობს.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბერლინის "არამეგობრულ ნაბიჯებზე რეაგირება მკაცრი იქნება".

შეგახსენებთ, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ დობრინდტმა გუშინ განაცხადა, რომ გასულ თვეს ლაიფციგის აეროპორტში უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის მახლობლად ასაფეთქებელი დრონის ინციდენტზე პასუხისმგებელი რუსეთია. ამის შემდეგ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ ბონში რუსეთის გენერალური საკონსულო დაიხურება, ბერლინში - “რუსული სახლი”, რუსებისთვის გერმანიაში შესვლის კონტროლი გამკაცრდება.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს