სახალხო დამცველი დღეს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება.

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სახალხო დამცველი მისვლას დღეს გეგმავს.

ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ლევან იოსელიანი მედიასთან კომენტარს გააკეთებს.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა რამდენიმე დღის წინ სახალხო დამცველს მოუწოდა, შევიდეს ირაკლი ღარიბაშვილთან. ადვოკატის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის უფლებები ირღვევა, რაც სახალხო დამცველის მიერ უნდა გადამოწმდეს.

„26 აგვისტოს ჩანიშნული იყო ხანგრძლივი პაემანი. მას უნდა ენახა თავისი შვილები, რომლებიც სამი თვის განმავლობაში არ უნახავს და ეს პაემანი გაუუქმეს. ჩანიშნული პაემნის გაუქმება როგორ არის სიცრუე, ეს არ არის რთული გადასამოწმებელი", - განაცხადა ადვოკატმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს