აზერბაიჯანში, საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქება მოხდა - განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია

აზერბაიჯანში, გორანბოის რაიონის სოფელ ნიზამის მახლობლად მდებარე საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქება მოხდა და ხანძარი გაჩნდა, - აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმად, ინციდენტისთანავე, საგანგებო სიტუაციების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს შესაბამისმა ძალებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და გორანბოის რაიონის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, საჭირო ზომების გატარება დაიწყეს.

„სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. უსაფრთხოების ზომების ფარგლებში, მიმდებარე ტერიტორიების მაცხოვრებლები ევაკუირებულები არიან. არავინ დაშავებულა“, - ნათქვამია უწყებების ერთობლივ განცხადებაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს