დონალდ ტრამპი - როდის აჯანყდება ირანელი ხალხი და ბრძოლას დაიწყებს?

როდის აჯანყდება ირანელი ხალხი და ბრძოლას დაიწყებს?, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

დონალდ ტრამპის განცხადებით, არ ცდილობს, ირანს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა აიძულოს.

„საერთოდ არ მაინტერესებს, მოაწერენ თუ არა ხელს მათთვის უვარგის შეთანხმებას. ჩვენი ამჟამინდელი პოზიცია უფრო მეტად მომწონს, როდესაც ჩვენ ჰორმუზის სრუტეს თითქმის სრულად ვაკონტროლებთ, ხოლო მათი ეკონომიკა სრულ კოლაფსს განიცდის. ისინი უბრალოდ გარდაუვალი შედეგის დადგომას ელიან“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

შეგახსენებთ, აშშ-მა ირანში დარტყმების ახალი სერია განახორციელა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ამერიკულმა ძალებმა საჰაერო თავდაცვის ობიექტებს, რადარის სისტემებს, საზღვაო და საკომუნიკაციო ობიექტებს დაარტყეს.

მოგვიანებით, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ აშშ-ის დარტყმების საპასუხოდ, იორდანიასა და ერაყში ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანეს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია