დიმიტრი მედვედევი - გერმანია იმსახურებს პირდაპირ დარტყმას კიევის რეჟიმისთვის სამხედრო ტექნიკის მწარმოებელ ყველა გერმანულ საწარმოზე

გერმანია იმსახურებს პირდაპირ დარტყმას კიევის რეჟიმისთვის სამხედრო ტექნიკის მწარმოებელ ყველა გერმანულ საწარმოზე, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მისი თქმით, ბერლინმა რუსეთს ლაიფციგის აეროპორტზე განხორციელებულ დაუმტკიცებელ თავდასხმაში დასდო ბრალი.

„გერმანიის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის ნეონაცისტური, მძაფრად რუსოფობიური კურსის გათვალისწინებით, შეთხზული დივერსია მათი ცოდვებისთვის სასჯელის ყველაზე მსუბუქი ფორმაა. ისინი იმსახურებენ პირდაპირ დარტყმას გერმანიაში სამხედრო ტექნიკის ყველა იმ საწარმოზე, რომლებიც „ბანდერისტული კლიკასთვის“ მუშაობენ და, სავსებით შესაძლებელია, ბერლინის სხვა ადგილებშიც“, - აღნიშნა მედვედევმა.

მისი თქმით, „ტერორისტებთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ“ და მათ ქმედებებს საპასუხო ანგარიშსწორებით პასუხობენ.

„რაც შეეხება რუსეთის ცაზე სამოქალაქო ავიაციის წინააღმდეგ შეშლილი ჯამბაზის მუქარას, სახელმწიფოს მეთაურმა ისინი უკვე შეაფასა, როგორც სახელმწიფო ტერორიზმზე ბანდერას რეჟიმის განაცხადი. ტერორისტებთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ და მათ ქმედებებს საპასუხო ანგარიშსწორებით პასუხობენ. და კიდევ, ყოველგვარ ტერორს ჰყავს სპონსორები. ამჟამად ეს დასავლეთის ქვეყნების, უპირველესად კი ევროპული ქვეყნების ლიდერები არიან. ისინი ხშირად მატარებლით მიემგზავრებიან კიევში“, - აღნიშნა მედვედევმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს