მედია - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის წინააღმდეგ „ეფ-ეს-ბე“-ს მიერ დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის წინააღმდეგ „ეფ-ეს-ბე“-ს მიერ დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოსთან ერთად, ტერაქტი აღკვეთა, რომელსაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური რუსული ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის წინააღმდეგ გეგმავდა“, - აცხადებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის ვინაობა არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ ის უკრაინაში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით იმყოფებოდა.

უწყებაში აღნიშნეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს