სახალხო დამცველი ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება. ლევან იოსელიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ამ წუთებში მივიდა.

სახალხო დამცველის განცხადებით, მედიასთან ვრცელ კომენტარს ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.

„ყველა კითხვაზე, რომელიც ეხება ირაკლი ღარიბაშვილის ციხეში ყოფნის საკითხს, მათ შორის, ინფორმაციას, რაც დაკავშირებულია პაემნის გაუქმებაზე, ამაზე დამატებით კომენტარს გავაკეთებ, მას შემდეგ, რაც შევხვდები თავად ღარიბაშვილს, შევხვდები ციხის ადმინისტრაციას და მოვისმენ ინფორმაციას ამ ყველაფრის ირგვლივ. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩემი კომპეტენცია და მანდატი რაც არის, შევდივარ სწორედ ჩემი მანდატის ფარგლებში, რომ მოვისმინო მისგან უშუალოდ ის საკითხები, რაზე განცხადებაც მისმა ადვოკატებმა გააკეთეს. სხვა საკითხები, რაც არის დაკავშირებული მის წერილებთან, რაც პოლიტიკურ შინაარს შეიცავს, ეს არ არის სახალხო დამცველის საკითხი, შესაბამისად ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა რამდენიმე დღის წინ სახალხო დამცველს მოუწოდა, შევიდეს ირაკლი ღარიბაშვილთან. ადვოკატის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის უფლებები ირღვევა, რაც სახალხო დამცველის მიერ უნდა გადამოწმდეს.

„26 აგვისტოს ჩანიშნული იყო ხანგრძლივი პაემანი. მას უნდა ენახა თავისი შვილები, რომლებიც სამი თვის განმავლობაში არ უნახავს და ეს პაემანი გაუუქმეს. ჩანიშნული პაემნის გაუქმება როგორ არის სიცრუე, ეს არ არის რთული გადასამოწმებელი", - განაცხადა ადვოკატმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია