გერმანიის ქალაქ აუგსბურგში რკინიგზის სადგურზე აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, ამოუცნობი ობიექტის აფეთქების შედეგად სადგურზე ფანჯრები ჩაიმსხვრა.
აფეთქების შედეგად, 18 წლის ბიჭმა და 17 წლის გოგონამ მსუბუქი აკუსტიკური ტრავმები მიიღეს.
აუგსბურგის რკინიგზის სადგურის შენობა და მატარებლების ერთი ხაზი დროებით დაიხურა.
შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლები და ასაფეთქებელი მოწყობილობების ექსპერტები მუშაობენ.