თბილისში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია მოხდება. პროექტის ფარგლებში 321 მეტრის სიგრძის ქუჩაზე საგზაო და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მერის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები სულ 30 405 კვ.მ ფართობს მოიცავს და კომუნიკაციების მოწესრიგების სამუშაოებში კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ჩაერთვება, ქუჩის გასწვრივ კი მწვანე ნარგავები განთავსდება.

„მთაწმინდის რაიონის გამგეობა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას იწყებს, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია მოხდება. პროექტის ფარგლებში 321 მეტრის სიგრძის ქუჩაზე საგზაო და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები სულ 30 405 კვ.მ ფართობს მოიცავს. სამუშაოების შედეგად არსებული რიყის ქვაფენილი 3 ფენიანი ასფალტის საფარით ჩანაცვლდება. ასევე მოეწყობა ბორდიურები, დამონტაჟდება ტროტუარები, ბოძკინტები და მოაჯირები. არსებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად შშმ იქნება პირებისთვის ადაპტირებული. პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვლება მიწის ქვეშა კომუნიკაციები, რომლებიც მოძველებული და პრობლემურია, შესაბამისად მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე განახლდება გაზის მილები, მიწისქვეშ განთავსდება ელექტრო გადამცემი და ინტერნეტ კაბელები, დამონტაჟდება ახალი განათების ბოძები LED სანათებით. კომუნიკაციის მოწესრიგების სამუშაოებში ჩაერთვება კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“. ქუჩის გასწვრივ კი მწვანე ნარგავები განთავსდება. ძალიან ლამაზი პროექტი იქნება. პირველი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რაც უნდა გაკეთდეს არის კომუნიკაციების განახლება, სანიაღვრე სისტემებითა. ყველა მიწის ქვემოთ არსებული ინფრასტრუქტურა უნდა იყოს მოწესრიგებული”, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე ისაუბრა, ვაკის გამგეობის ახალ პროექტზე, რომელიც ავთო ვარაზისა და აგარაკის ქუჩებზე დაახლოებით 2000 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე გზის განახლებას გულისხმობს.

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ავთო ვარაზისა და აგარაკის ქუჩების კვეთაზე სატრანსპორტო კვეთა მოეწყობა. დაახლოებით 2000 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე გზის განახლება მიმდინარეობს, ეწყობა ტროტუარები და იგება ასფალტის საფარი, გარდა ამისა ტერიტორიაზე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გაჩერებისა და განათების მოწყობაა გათვალისწინებული. პროექტს ვაკის რაიონის გამგეობა განახორციელებს და ძალიან მალე იქნება დასრულებული”, - განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია