კაია კალასი - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ლაიფციგის თავდასხმებს განვიხილავთ - ნათელია, რომ მას სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ტერორიზმის ყველა ნიშანი აქვს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე, რომელიც ირლანდიის ქალაქ უიკლოუში მიმდინარეობს, ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონის გამოჩენაზე რეაგირების, ასევე რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს განიხილავენ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყველა განიხილავს ლაიფციგის თავდასხმებს და ასევე ცხადია, რომ მას სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ტერორიზმის ყველა ნიშანი აქვს. ისმის კითხვა, რა გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით? ჩვენ უკვე დავიბარეთ რუსეთის ელჩები და განვიხილავთ, კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ. ჩვენ უკვე მომზადებული გვაქვს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული 1 600 ფიზიკური პირისა და ორგანიზაციის სია და შესაძლოა, მას კიდევ დაემატოს. რა თქმა უნდა, დღეს ამას ვერ გადავწყვეტთ, რადგან ეს არაფორმალური შეხვედრაა, მაგრამ ამ საკითხს აუცილებლად განვიხილავთ“, - აღნიშნა კალასმა.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე იმსჯელებენ, როგორ არის შესაძლებელი რუსეთზე მეტი ზეწოლის მოხდენა, რათა მათ უკრაინის წინააღმდეგ ომი დაასრულონ.

კითხვაზე, რატომ არის ასეთი დარწმუნებული, რომ რუსეთის მიმართ გადამწყვეტ პასუხს იპოვიან, კალასმა უპასუხა:

„მუშაობა მიმდინარეობს. ჩვენ ნაკლები სიით დავიწყეთ, მაგრამ წევრმა სახელმწიფოებმა კიდევ უფრო მეტი [ფიზიკური პირი და ორგანიზაცია] შეიყვანეს. ევროპაში ამ ჰიბრიდული თავდასხმების ხილვა, ვფიქრობ, ასევე გამოღვიძების ზარებია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ასე არ მოქცეულან. თუ გვინდა ამ ომის დასრულება, ყველამ უნდა მოვახდინოთ ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება“.

მისი თქმით, გერმანიამ ბევრი რამ გააკეთა და დღევანდელ შეხვედრაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები გერმანელი კოლეგისგან მოისმენენ, კიდევ რისი გაკეთებაა შესაძლებელი.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს