შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკს 38 ერთეული ნაგავმზიდი დაემატა

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ სპეციალიზებული ტექნიკის განახლების პროცესს განაგრძობს. სამსახურის ავტოპარკს 38 ერთეული ნაგავმზიდი დაემატა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, შესყიდული ტექნიკა ხარისხის მაღალი სტანდარტით გამოირჩევა, რაც მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს. როგორც კალაძემ განაცხადა, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც განაგრძობს იმისთვის, რომ „თბილსერვის ჯგუფის“ ყველა შესაბამისი დანაყოფი უზრუნველყოფილი იყოს უმაღლესი ხარისხის ტექნიკით.

„დედაქალაქში დასუფთავების ხარისხის ამაღლების უზრუნველსაყოფად, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ სპეციალიზებული ტექნიკის განახლების პროცესს განაგრძობს. ჩვენ საზოგადოებას მიმდინარე წლის მარტში უკვე წარვუდგინეთ 22 ერთეული ახალი, სპეციალიზებული ტექნიკა, თუმცა ამით პროცესი არ დასრულებულა. ამჯერად სამსახურის ავტოპარკს დაემატა 38 ერთეული ნაგავმზიდი, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ქალაქი კიდევ უფრო სუფთა და მოწესრიგებული იყოს, დროულად მოხდეს ნარჩენების გატანა, რაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესყიდული ტექნიკა ხარისხის მაღალი სტანდარტით გამოირჩევა და გააჩნია შესაბამისი სერტიფიკატები, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნარჩენების დროულად, ეფექტურად გატანა. ქალაქი ყოველთვის უნდა იყოს სუფთა, მოწესრიგებული, ამაში კი განსაკუთრებული როლი აქვს შესაბამისი ტექნიკის არსებობას და მის განახლებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია