ლანა გალდავა - როცა პენიტენციური დაწესებულებიდან ორგზის ყოფილი პრემიერი ასეთი მძიმე ბრალდებების შესახებ აკეთებს განცხადებას, შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა მოახდინონ რეაგირება

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ლანა გალდავას განცხადებით, იმ წერილთან დაკავშირებით, რომელიც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 1-ელ სექტემბერს გამოგზავნა ციხიდან, საჭიროა შესაბამისმა სტრუქტურებმა რეაგირება მოახდინონ.

„როდესაც ქვეყანაში არის საპარლამენტო, კონსტიტუციური, შიდა და საგარეო პოლიტიკური კრიზისი, ცხადია, ამ პერიოდში, ეს ყველაფერი არის ინფორმაციის გადაფარვის მცდელობები და შიდა კლანური დაპირისპირებები. მიუხედავად ამისა, როდესაც პენიტენციური დაწესებულებიდან ქვეყნის ორგზის ყოფილი პრემიერი, შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ასეთი მძიმე ბრალდებების შესახებ აკეთებს განცხადებას, საჭიროა, რომ შესაბამისმა სტრუქტურებმა მოახდინონ რეაგირება და საზოგადოება ჩააყენონ საქმის კურსში - დაწყება, თუ არ დაიწყება გამოძიება“, - აცხადებს ლანა გალდავა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ახსენებს ყოფილ თანაგუნდელებს - პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და მამუკა მდინარაძეს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე განაცხადა.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ საზოგადოება უკვე დარწმუნდა, რომ მისი მიერ გამოქვეყნებული წერილი, რომელიც მისივე თქმით, მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა, ნამდვილია და მასში დასახელებული ფაქტები სიმართლეს შეესაბამება.

ექსპრემიერის თქმით, მამუკა მდინარაძემ „ამ საქმეში იმდენად მძიმე და უხეში შეცდომები დაუშვა, რომ ამან გამოიწვია არამხოლოდ მისი თანამდებობიდან მოხსნა, არამედ პოლიტიკიდან წასვლა".

„თუმცა, საზოგადოებას მინდა გავაცნო ჩემი პოზიცია: მდინარაძის პოლიტიკიდან გაყვანა ვერ წაშლის მისი და ირაკლი კობახიძის თანამონაწილეობით ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის და „ქართული ოცნებისთვის“ მიყენებულ უმძიმეს და გამოუსწორებელ ზიანს", - აღნიშნავს ყოფილი პრემიერი.

ასევე, ირაკლი ღარიბაშვილი ვრცელ წერილში სვამს კითხვას, „რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?" და ამბობს, რომ საზოგადოებაში „დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს".

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს