„ქურდული ოცნების“ მერი კახა კალაძე გვეუბნება, რომ 38 ახალი ნაგავმზიდი ვიყიდეთო. სინამდვილეში, წლების განმავლობაში თბილისის ნარჩენების მართვის მიმართულებით ათეულობით მილიონი ევროს სესხი და დაფინანსება იქნა მოზიდული - ფული „ქოცების“ ჯიბეში, ვალი თბილისელებს, შედეგი ნული, კალაძე კი ისევ იპრანჭება! - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველი საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა სოციალურ ქსელში წერს, რითაც ქალაქის მერის კახა კალაძის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ამბობს, რომ შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკს 38 ერთეული ნაგავმზიდი დაემატა.
როგორც ლაშა ფარულავა თავის „ფეისბუქ“ პოსტში აღნიშნავს, 2018 წლიდან დღემდე ჯამში დაახლოებით 60 მილიონი ევროს მასშტაბის სესხები და დაფინანსებაა ნარჩენების მართვის მიმართულებით დახარჯული, თუმცა ნარჩენების მართვის მიმართულებით ქალაქში ცვლილებები არ არის.
„ამ წუთებში თბილისის „ქურდული ოცნების” მერი კახა კალაძე გვეუბნება, რომ 38 ახალი ნაგავმზიდი ვიყიდეთო. სინამდვილეში, წლების განმავლობაში თბილისის ნარჩენების მართვის მიმართულებით ათეულობით მილიონი ევროს სესხი და დაფინანსება იქნა მოზიდული.
ეს ფული გაქრა, საქმე არ გაკეთდა, მაგრამ კალაძე მაინც იპრანჭება და 38 ნაგავმზიდით ამაყობს.
2018 წელი 15 მილიონი ევრო - სესხი ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის, ტექნიკისა და დიდი ლილოს ნაგავსაყრელის რეაბილიტაციისთვის.
8 წლის შემდეგაც თბილისს იმ მასშტაბის თანამედროვე და ეფექტიანი ნარჩენების მართვის სისტემა არ აქვს, რომელიც ასეთი მოცულობის ინვესტიციას უნდა მოჰყოლოდა.
ფული მოზიდულია, წლები გავიდა, მაგრამ შედეგი სად არის?
2021 წელი 3.03 მილიონი ევრო - დამატებითი სესხი დიდი ლილოს ნაგავსაყრელზე ნაჟონის სისტემის გასაუმჯობესებლად.
5 წლის შემდეგაც საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, რა გაკეთდა ამ ფულით, რა შედეგი მივიღეთ და რამდენად ეფექტიანად დაიხარჯა თანხა.
2024 წელი 16 მილიონი ევრო - სესხი დიდი ლილოს ნაგავსაყრელის რეაბილიტაციის, დახურვისა და ნაგავსაყრელის გაზის შეგროვების სისტემისთვის.
პროექტი ჯერ დასრულებული არ არის, ანუ თბილისელები კვლავ ელოდებიან იმ შედეგს, რომლისთვისაც ვალი აიღეს.
2024 წელი 26 მილიონი ევრო - 22 მილიონი ევროს სესხი და 4 მილიონი ევროს დაფინანსება ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოსთვის.
ეს პროექტიც ჯერ განხორციელების პროცესშია და თბილისს მოქმედი ნარჩენების გადამამუშავებელი სისტემა ჯერ არ მიუღია.
ჯამში დაახლოებით 60 მილიონი ევროს მასშტაბის სესხები და დაფინანსება ნარჩენების მართვის მიმართულებით.
ამის შემდეგ კალაძე დღეს ცინიკურად იპრანჭება და გვეუბნება, რომ 38 ახალი ნაგავმზიდი ვიყიდეთო.
კარგი, კახა, მაგრამ სად არის იმ ათეულობით მილიონი ევროს შედეგი, რომელიც წლების განმავლობაში ნარჩენების მართვისთვის მოიზიდა შენმა ხელისუფლებამ?
სწორედ აქ არის შენი პასუხისმგებლობა. მოზიდული ფული გაქრა! საქმე არ გაკეთდა! შედეგი არ ჩანს! ვალი კი თბილისელებს დარჩათ.
ამას ემატება კითხვები მუნიციპალურ შესყიდვებზე, მათ შორის „ჯი-თი გრუპთან“ დაკავშირებულ კონტრაქტებზე, რომელსაც კალაძის ხელისუფლებასთან განსაკუთრებული სიახლოვის გამო არაერთი კითხვა უკავშირდება.
თბილისის ბიუჯეტი კალაძის პირადი სალარო არ არის.
მოკლედ, მოვიდა დრო, თბილისელებმა ეს “ქურდული ოცნება” და კახა კალაძე ნაგავში მოისროლონ. იმ წლებისთვის, როდესაც თბილისელებს ვალი აკიდეს, ქალაქის ფული დახარჯეს და სანაცვლოდ დაპირებული შედეგი ვერ შექმნეს.
ფული „ქოცების“ ჯიბეში, ვალი თბილისელებს, შედეგი ნული, კალაძე კი ისევ იპრანჭება!” - წერს ლაშა ფარულავა.