ზვიად შალამბერიძე - ღარიბაშვილს ორმაგი პასუხისმგებლობა ეკისრება, რომ მსგავსი განცხადებები ოპოზიციის წისქვილზე წყლის დასხმის საბაბი არ გახდეს - ფაქტებით უნდა იყოს გამყარებული, სხვა ნებისმიერი წერილი არასერიოზული იქნება

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომელიც ფაქტებით და არგუმენტებით გამყარებული არ იყო, ოპოზიციის სხვადასხვა ლიდერებმა აიტაცეს და ჩვენი გუნდის საწინააღმდეგოდ გამოიყენეს - ღარიბაშვილს ორმაგი პასუხისმგებლობა ეკისრება, რომ მსგავსი განცხადებები ოპოზიციის წისქვილზე წყლის დასხმის საბაბი არ გახდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „ის ფაქტი, რომ გაზეთში რაღაც სტატია იყო მოყვანილი, ნამდვილად არ არის სერიოზული“ და ეს „ქართული ოცნებისთვის“ ვერ იქნება მყარი არგუმენტი, რომ „ამაზე, რეალურად, საქმე აღიძრას, ან რაღაცა მსგავსი ნაბიჯი გადაიდგას“.

„ნებისმიერი განცხადება, რომელიც იქნება გაჟღერებული, არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი გუნდის წევრი იქნება, თუ ჩვენი გუნდის ყოფილი წევრი, აუცილებლად უნდა იყოს გამყარებული ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტებით და არგუმენტებით. ჩვენ დღევანდელ დღეს ვხედავთ, რომ განცხადება, რომელიც ფაქტებით და არგუმენტებით გამყარებული არ იყო, ოპოზიციის სხვადასხვა ლიდერმა აიტაცეს და ჩვენი გუნდის საწინააღმდეგოდ გამოიყენეს. იმ ფონზე, როდესაც ამ განცხადებას აკეთებს ადამიანი, რომელიც ჩვენი გუნდის ლიდერი იყო, რა თქმა უნდა, ორმაგი პასუხისმგებლობა ეკისრება, რომ მსგავსი განცხადებები არ გახდეს ოპოზიციის წისქვილზე წყლის დასხმის საბაბი. შესაბამისად, იმედი მაქვს, მომავალში მსგავსი ინფორმაციას, რომელსაც ისინი აიტაცებენ და ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენებენ ყოველგვარი ფაქტის და არგუმენტის გარეშე, ადგილი აღარ ექნება. ის ფაქტი, რომ გაზეთში რაღაც სტატია იყო მოყვანილი, ნამდვილად არ არის სერიოზული. ჩვენთვის მყარი არგუმენტი ვერ იქნება, რომ ამაზე რეალურად, საქმე აღიძრას, ან რაღაც მსგავსი ნაბიჯი გადაიდგას.

ნებისმიერი ასეთი წერილი, რომელიც გამოქვეყნდება ჩვენი გუნდის ყოფილი ლიდერის მხრიდან, ორმაგ პასუხისმგებლობას აკისრებს, იმიტომ, რომ აუცილებლად უნდა იყოს გამყარებული ფაქტებით და არგუმენტებით. სხვა ნებისმიერი წერილი, რომელიც შეიძლება გამოქვეყნდეს, იქნება არასერიოზული. ამას უბრალოდ სერიოზულად ვერ აღიქვამს საზოგადოება, ჩვენი გუნდი. არ აქვს მნიშვნელობა ეს ირაკლი ღარიბაშვილი იქნება თუ ვინმე სხვა ჩვენი გუნდის ყოფილი ნებისმიერი წევრი, რომელიც საპატიმრო დაწესებულებაში შეიძლება არ იყოს. სხვასაც შეუძლია რაღაც განცხადება გააკეთონ და მერე ამაზე ვიღაც-ვიღაცებმა შეთქმულების თეორია ააგონ. მე, როგორც „ქართული ოცნების“ წევრი, ვიმედოვნებ, რომ მსგავსი განცხადებები აღარ იქნება მომავალში, რომელიც ჩვენს გუნდს დააზიანებს,“ - განაცხადა შალამბერიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ახსენებს ყოფილ თანაგუნდელებს - პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და მამუკა მდინარაძეს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე განაცხადა.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ საზოგადოება უკვე დარწმუნდა, რომ მისი მიერ გამოქვეყნებული წერილი, რომელიც მისივე თქმით, მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა, ნამდვილია და მასში დასახელებული ფაქტები სიმართლეს შეესაბამება.

ექსპრემიერის თქმით, მამუკა მდინარაძემ "ამ საქმეში იმდენად მძიმე და უხეში შეცდომები დაუშვა, რომ ამან გამოიწვია არამხოლოდ მისი თანამდებობიდან მოხსნა, არამედ პოლიტიკიდან წასვლა".

"თუმცა, საზოგადოებას მინდა გავაცნო ჩემი პოზიცია: მდინარაძის პოლიტიკიდან გაყვანა ვერ წაშლის მისი და ირაკლი კობახიძის თანამონაწილეობით ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის და „ქართული ოცნებისთვის“ მიყენებულ უმძიმეს და გამოუსწორებელ ზიანს", - აღნიშნავს ყოფილი პრემიერი.

ასევე, ირაკლი ღარიბაშვილი ვრცელ წერილში სვამს კითხვას, "რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?" და ამბობს, რომ საზოგადოებაში "დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს".

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია