ბათუმში, ბაგრატიონისა და შარტავას ქუჩების კვეთაზე, სადაც მრავალსართულიანი კორპუსი შენდება, ადგილობრივები საპროტესტო აქციას მართავენ

ბათუმში, ბაგრატიონისა და შარტავას ქუჩების კვეთაზე, სადაც ახალი მრავალსართულიანი კორპუსი შენდება, ადგილობრივი მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მიმდინარე მშენებლობა მეზობელ საცხოვრებელ კორპუსს საფრთხეს უქმნის, რის გამოც ისინი სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვენ.

როგორც შეკრებილები განმარტავენ, დღევანდელი პროტესტი სამშენებლო მოედნის მონაკვეთის ჩამოშლამ გამოიწვია.

მათივე თქმით, მოსახლეობა მშენებლობას მანამდეც აპროტესტებდა, რადგან მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსი დაიბზარა. აქციის მონაწილეები ბათუმის მერთან, გიორგი ცინცაძესთან შეხვედრას და საკითხით დაინტერესებას ითხოვენ.

„დღევანდელი გამოსვლა გამოიწვია იმან, რომ სამშენებლო მოედნის მონაკვეთი ჩამოიშალა. წინათაც აპროტესტებდა მოსახლეობა, საცხოვრებელი კორპუსი დაიბზარა. ვითხოვთ ბათუმის მერთან შეხვედრას, ყურადღებას ვითხოვთ. მერმა დაიბაროს ორივე კომპანია და კითხვებს პასუხი გაეცეს, სხვანაირად ეს არ დასრულდება. გავიგოთ სიმართლე, მოსახლეობას უსაფრთხო გარემოში ცხოვრება სურს“, - აცხადებენ შეკრებილები.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს