„ძლიერი საქართველო-ლელოს“ ლიდერები შუალედურ არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარობის კანდიდატებს შეხვდნენ

„ძლიერი საქართველო-ლელოს“ ინფორმაციით, კოალიციის ლიდერებმა 3 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარობის კანდიდატებთან დღეს სამუშაო შეხვედრა გამართეს.

„ლელოს“ ცნობით, მაჟორიტარობის კანდიდატებმა საარჩევნო პროგრამა წარადგინეს და იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რაც ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებს, იქნება ეს მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა თუ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობები.

„ძლიერი საქართველო-ლელოს“ ლიდერების განცხადებით, მათთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქე და მისი ინტერესების დაცვა.

მათივე ინფორმაციით, წალკის საარჩევნო ოლქში, რომელიც აერთიანებს სოფლებს: იმერას, ბარეთს, საბეჭისსა და ლივადს, „ძლიერი საქართველო ლელოს“ კანდიდატი იქნება ზაზა შანთაძე. ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში კოალიციას ბექა კოპალაძე წარმოადგენს. დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სარკინეთში კი „ძლიერი საქართველო-ლელოს“ კანდიდატი ვაჟა ნონიაშვილი იქნება.

„არც ერთ მოქალაქეს არ დავტოვებთ მარტო და არც ერთი ადამიანის ინტერესს არ დავთმობთ. სადაც მოქალაქეა, იქ უნდა იყოს მისი პოლიტიკური წარმომადგენელიც, ჩვენი მთავარი ვალდებულება ადამიანების ინტერესების დაცვაა. ავტორიტარული რეჟიმი არაფერს თმობს ბრძოლის გარეშე, ეს ბრძოლა ყველა პოლიტიკურ სივრცეში უნდა გაგრძელდეს. ამიტომ „ძლიერი საქართველო-ლელო“ არ ტოვებს ბრძოლის არც ერთ ველს. ჩვენ ერთდროულად ვაგრძელებთ ბრძოლას საერთაშორისო მიმართულებით, საზოგადოებრივ პროტესტში, ინსტიტუციურ სივრცეში, ადგილობრივ თვითმმართველობებში და რა თქმა უნდა არჩევნებში“, - აცხადებენ კოალიციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს