ევროპულმა სახელმწიფოებმა ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელი დრონის ინციდენტთან დაკავშირებით რუსი დიპლომატები საგარეო უწყებებში დაიბარეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გერმანიამ საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი სამშაბათს გამოიძახა მას შემდეგ, რაც ლაიფციგის აეროპორტში დრონით თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ოფიციალურად დააკისრა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ უწყებაში პროტესტის დასაფიქსირებლად პარიზში რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარა.
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტომ ბერენდსენმა ლაიფციგის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს მიუღებელი უწოდა და რუსეთის ელჩი საგარეო უწყებაში გამოიძახა.
ლაიფციგში მომხარ ინციდენტთან დაკავშირებით რუსეთის ელჩი ევროკავშირმაც დაიბარა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის ცნობით, დიპლომატიურმა სამსახურმა ბრიუსელში რუსეთის ელჩი უკვე დაიბარა, ხოლო რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების საკითხს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ირლანდიაში მიმდინარე არაფორმალურ შეხვედრაზე განიხილავენ.