ნატო-ში აშშ-ის ელჩი - აშშ გერმანიას სოლიდარობას უცხადებს

აშშ გერმანიას სოლიდარობას უცხადებს, - ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ელჩი, მეთიუ უიტაკერი სოციალურ ქსელში წერს.

„აშშ სოლიდარობას უცხადებს გერმანიასა და ყველა მოკავშირეს, ნატო-ს ტერიტორიაზე ზიანის მიყენებისა და ქაოსის გამოწვევის მცდელობების ფონზე“, - წერს უიტაკერი X-ზე.

მისი თქმით, აშშ ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის ერთგული რჩება.

„ჩვენ მკაფიოდ გვესმის მოკავშირეების მიერ საკუთარი შესაძლებლობების გაფართოების აუცილებლობა, ალიანსის წინაშე არსებული საფრთხეების შესაკავებლად“, - აცხადებს ნატო-ში აშშ-ის ელჩი.

შეგახსენებთ, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ დობრინდტმა გუშინ განაცხადა, რომ გასულ თვეში ლაიფციგის აეროპორტში უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის მახლობლად ასაფეთქებელი დრონის ინციდენტზე პასუხისმგებელი რუსეთია. ამის შემდეგ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა გამოაცხადა, რომ ბონში რუსეთის გენერალური საკონსულო დაიხურება, ბერლინში - „რუსული სახლი“, ხოლო რუსებისთვის გერმანიაში შესვლის კონტროლი გამკაცრდება.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს