რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ბატონ პუტინს განვუცხადეთ, რომ მზად ვართ რაც შეგვიძლია ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობისთვის

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ბიშკეკში რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების დროს განაცხადა, რომ ანკარა მზადაა ხელი შეუწყოს უკრაინაში მშვიდობის მიღწევას.

„თურქეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებაში. კერძოდ, როგორც ჩვენ, ასევე ბატონი პუტინი იმედოვნებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი რაც შეიძლება მალე მშვიდობიანად დასრულდება. გვსურს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო პროცესი რაც შეიძლება მალე დაიწყოს და რეგიონში მშვიდობამ დაისადგუროს. ბატონ პუტინს განვუცხადეთ, რომ მზად ვართ რაც შეგვიძლია ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობისთვის“, - განუცხადა თურქეთის ლიდერმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას მან ანკარასა და მოსკოვს შორის ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული ყველა საკითხი განიხილა.

„ბატონ პუტინთან განვიხილეთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული ყველა საკითხი“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, განიხილეს თუ არა შეხვედრაზე რუსული S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემების საკითხი.

მისი თქმით, ანკარა მოსკოვთან ყველა სფეროში თანამშრომლობს - ენერგეტიკიდან დაწყებული ვაჭრობით დასრულებული და ტურიზმიდან დაწყებული ინვესტიციებით დასრულებული.

„რაც მთავარია, ჩვენ მილიონობით რუს ტურისტს ვმასპინძლობთ ჩვენს ქვეყანაში. არცერთი სხვა ქვეყნიდან არ ჩამოდის ამდენი ტურისტი თურქეთში“, - აღნიშნა ერდორანმა.

ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის ბიშკეკში დაახლოებით 90 - წუთიანი დახურული შეხვედრა გაიმართა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს