გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდული სამშვიდობო პროექტი განხორციელდა

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბაზაზე განხორციელდა საერთაშორისო ახალგაზრდული პროექტი „ხაზებს მიღმა – ახალგაზრდული დიალოგი მშვიდობისთვის საქართველოში“. პროექტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ კონკურსში გაიმარჯვა, რომელშიც მონაწილეობდა აშშ-ის 125 წამყვანი უნივერსიტეტი.

პროექტზე მუშაობდნენ, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი ბელა კოპალიანი და დევიდსონის კოლეჯის (აშშ) სტუდენტი ლუკა ჩიხლაძე.

პროექტის ერთადერთი პარტნიორი საქართველოში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი იყო. შესაბამისად, პროექტის ძირითადი საგანმანათლებლო და შემეცნებითი ღონისძიებები უნივერსიტეტის ბაზაზე განხორციელდა.

პროექტის მთავარი მიზანია ახალგაზრდების ჩართულობით ხელი შეუწყოს შერიგების, ურთიერთგაგებისა და ნდობის აღდგენის პროცესებს სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს შორის და ხელი შეუწყოს დემოკრატიზაციისა და სოციალური რეინტეგრაციის პროცესებს ომის შემდგომ საქართველოში და მისი კონფლიქტური რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის – საზოგადოებებს შორის.

პროექტის ფარგლებში გაიმართა სამდღიანი სასწავლო-საგანმანათლებლო და ინტერაქტიული ვორქშოფები, რომლებშიც ახალგაზრდები აქტიურად მონაწილეობდნენ. შეხვედრებს უძღვებოდნენ შესაბამისი დარგის პროფესიონალები და პროფესორები – ბელა კოპალიანი, სალომე ხიზანიშვილი, ქეთევან ვასაძე, მერი გაბედავა.

სასწავლო კომპონენტთან ერთად, პროექტი ახალგაზრდებისთვის პრაქტიკულ და კულტურულ გამოცდილებასაც ითვალისწინებდა. პროექტის დასკვნით ეტაპზე მონაწილეებისთვის მოეწყო შემეცნებითი ტური „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა“, რომლის მიზანი საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა და მონაწილეებს შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაძლიერება იყო.პროექტის ფორმატი,იყო ინტერკულტურული.

პროექტის ფარგლებში ასევე მზადდება დოკუმენტური ფილმი, რომელიც მშვიდობის განათლების მიმართულებით, გამოყენებული იქნება საგანმანათლებლო რესურსად.

პროექტის მონაწილეებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები. ამასთან, პროექტში ჩართული ახალგაზრდების განვითარება გაგრძელდება და ისინი მომავალში ჩაერთვებიან გრძელვადიან ახალგაზრდულ სამშვიდობო პროგრამებსა და ინიციატივებში.

ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტი შეესაბამება საქართველოს სახელმწიფოს პრიორიტეტულ მიმართულებას – „შერიგება და სამოქალაქო თანასწორობა“ – და შესაბამის მიზნობრივ პროგრამებს, რომლებიც ითვალისწინებს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის ხელშეწყობას, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენას, დიალოგისა და თანამშრომლობის გაძლიერებას.

პროექტის დაგეგმვისა და განხორციელებისას გათვალისწინებული იყო საქართველოს განვითარების სტრატეგიული დოკუმენტები, მათ შორის „ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგია“ და „საქართველოს მთავრობის პროგრამა 2025–2028“.

„ხაზებს მიღმა – ახალგაზრდული დიალოგი მშვიდობისთვის საქართველოში“ მიზნად ისახავს ახალგაზრდების გაძლიერებას და მათ აქტიურ ჩართვას მშვიდობის მშენებლობის პროცესში. პროექტი ქმნის შესაძლებლობას, ახალგაზრდებმა განათლების, დიალოგისა და თანამშრომლობის გზით ხელი შეუწყონ ურთიერთნდობის, მშვიდობის კულტურისა და სამოქალაქო ინტეგრაციის გაძლიერებას.

„გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისთვის პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი საერთაშორისო თანამშრომლობისა და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ინიციატივების მხარდაჭერის კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და ინტელექტუალური რესურსის გამოყენებას ემსახურება მშვიდობისა და შერიგების პროცესის მხარდასაჭერად“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია