ევროკავშირის საბჭომ სომხეთთან ვაჭრობის ლიბერალიზაციის დროებითი ზომები დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ სომხეთთან ვაჭრობის ლიბერალიზაციის დროებითი ზომები დაამტკიცა, - ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

ევროკავშირის საბჭომ ევროკომისიის წინადადებას დაუჭირა მხარი, რომელიც რუსეთის მხრიდან სავაჭრო შეზღუდვების დაწესების ფონზე, სომხეთის ეკონომიკის მხარდაჭერას ითვალისწინებს.

ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებული ზომები სომხეთიდან ევროკავშირში საქონლის ექსპორტის 80%-ის, ასევე, რუსეთში ექსპორტირებული ხილის, ბოსტნეულისა და მცენარეების 99%-ისა და სასმელების 91%-ზე მეტის ლიბერალიზაციას მოიცავს.

საბჭოს ცნობით, სომხეთთან ვაჭრობის ლიბერალიზაციის ზომები ორი წლის ვადით იმოქმედებს, საქონლის წარმოშობის ევროპული წესების დაცვის, ევროკავშირთან ადმინისტრაციული თანამშრომლობის, ევროკავშირიდან იმპორტზე შეზღუდვების დაწესებაზე უარის თქმის, ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმების (CEPA) პირობების, მათ შორის, დემოკრატიის პრინციპების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის პირობით.

სომხეთთან ვაჭრობის ლიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება ახლა ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს