„საქართველოს ბანკის“ ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა

„საქართველოს ბანკმა“ ბიზნეს მობილბანკის მომხმარებლებისთვის ინვოისების შექმნისა და გაგზავნის ახალი ფუნქციონალი დანერგა. ამიერიდან ბიზნეს მომხმარებლებს პირდაპირ აპლიკაციიდან შეუძლიათ შექმნან და გაუგზავნონ ინვოისი როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირს — ხელმოწერისა და კომპანიის ლოგოს დამატების შესაძლებლობით. იურიდიული პირი ინვოისის შესახებ ინფორმაციას Push შეტყობინებით მიიღებს და ბიზნეს მობილბანკშივე გამოუჩნდება, ხოლო ფიზიკურ პირს ინვოისი ელექტრონულ ფოსტაზე ეგზავნება.

ახალი ფუნქციონალი ინვოისების მართვასაც ამარტივებს. ავტომატურად ახლდება ინვოისის სტატუსი (გადახდილი, ნაწილობრივ გადახდილი, ვადაგასული და სხვა), ჩარიცხული თანხა ებმის შესაბამის ინვოისს, მომხმარებელს ასევე შეუძლია ნახოს, გახსნა თუ არა ადრესატმა გაგზავნილი ინვოისი, ხოლო მიმღები გადახდის ვადის დადგომამდე ავტომატურ შეხსენებას მიიღებს.

მობილბანკში შესაძლებელია იმ კონკრეტული თანამშრომლის მითითებაც, ვისაც ინვოისის ნახვა და დამუშავება ევალება.

აღმოაჩინეთ ბიზნეს მობილბანკის შესაძლებლობები მარტივად.

(R)

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს