ესტონეთის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად იულე მადისე აირჩია

ესტონეთის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად იულე მადისე აირჩია, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ესტონეთის პარლამენტში (რიიგიკოგუ) პრეზიდენტის თანამდებობაზე იულე მადისეს კანდიდატურას მხარი 71-მა დეპუტატმა დაუჭირა.

51 წლის იულე მადისე 2015 წლიდან ესტონეთის იუსტიციის კანცლერის თანამდებობას იკავებს. წარსულში მადისე იუსტიციის სამინისტროში, პარლამენტის საკონსტიტუციო კომიტეტში, ასევე, გენერალური აუდიტორისა და პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობებზე მუშაობდა.

იულე მადისე ესტონეთის პრეზიდენტის თანამდებობას პარლამენტში ფიცის დადების შემდეგ, 12 ოქტომბერს დაიკავებს. მადისე პრეზიდენტის თანამდებობაზე ალარ კარისს შეცვლის.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს