ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა გერმანიისგან საჰაერო თავდაცვის ახალ პაკეტებს მიიღებს

უკრაინა გერმანიისგან საჰაერო თავდაცვის ახალ პაკეტებს მიიღებს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს ლაიფციგის აეროპორტში რუსეთის თავდასხმის შესახებ ესაუბრა.

„ეს რუსეთის კიდევ ერთი ესკალაციაა და მნიშვნელოვანია, რომ გერმანიამ საპასუხო ზომები მიიღო. უკრაინა მზადაა დახმარებისთვის, როგორც ექსპერტიზით, ისე გამოცდილებით. ჩვენი გუნდები დრონების შეთანხმების ტექსტზე მუშაობას ასრულებენ. განვიხილეთ შეთანხმების შინაარსი და ის, თუ როდის შევძლებთ მის გაფორმებას“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, ფრიდრიხ მერცს უახლოეს მომავალში შეხვედრის შესახებ შეუთანხმდა.

„ფრიდრიხს გერმანიის მხრიდან ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე. მიმდინარე თვეში გერმანიისგან საჰაერო თავდაცვის ახალი პაკეტები იქნება“, - აცხადებს ზელენსკი.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს