მთავრობა სურსათის მიწოდების ჯაჭვში მყიდველებსა და მიმწოდებლებს შორის არსებული მოლაპარაკებითი ძალაუფლების დისბალანსის აღმოსაფხვრელად სპეციალური საკანონმდებლო რეგულირების შემოღებას გეგმავს

მთავრობა სურსათის მიწოდების ჯაჭვში მყიდველებსა და მიმწოდებლებს შორის არსებული მოლაპარაკებითი ძალაუფლების დისბალანსის აღმოსაფხვრელად სპეციალური საკანონმდებლო რეგულირების შემოღებას გეგმავს. აღნიშნულ ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.

ახალი კანონპროექტით განისაზღვრება აბსოლუტურად აკრძალული და პირობითად დასაშვები სავაჭრო პრაქტიკები, ასევე კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანო და პასუხისმგებლობის სისტემა. ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილ 2026 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებულ მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული.

როგორც შესაბამის დოკუმენტში ვკითხულობთ, სურსათის მიწოდების ჯაჭვში არსებობს მოლაპარაკებითი ძალაუფლების არსებითი დისბალანსი. მყიდველები მიმწოდებლებს ცალმხრივად და უსამართლოდ უწესებენ პირობებს, მათ შორის, გადახდის გადავადებას, შეკვეთების დაგვიანებით გაუქმებას, თაროზე განთავსებისა და მარკეტინგის ხარჯების დაკისრებას და ა.შ., რაც საფრთხეს უქმნის სასურსათო ჯაჭვის მდგრადობას.

დოკუმენტის მიხედვით, აუცილებელია სპეციალური საკანონმდებლო რეგულირება, რომელიც ამომწურავად ჩამოთვლის აბსოლუტურად აკრძალულ და პირობითად დასაშვებ სავაჭრო პრაქტიკებს. კანონპროექტი ასევე დაადგენს კანონის აღსრულებაზე უფლებამოსილ ორგანოს, მის უფლებამოსილებებსა და პასუხისმგებლობის ეფექტიან, პროპორციულ და პრევენციულ სისტემას.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს