მიხეილ სააკაშვილი - ღარიბაშვილის „პრემიერობის“ დროს მოხდა ჩემი მოწამვლა ციხეში - რუსებმა ეტყობა „ნოვიჩოკის“ მოწოდება ვერ მოასწრეს და აქაურებმა ყველაზე გავრცელებული მოწამვლის მეთოდი გამოიყენეს, მძიმე მეტალების სახით

სწორედ ღარიბაშვილის „პრემიერობის“ დროს მოხდა ჩემი მოწამვლა რუსთავის ციხეში, ეგრევე უკრაინის ომის დაწყების შემდეგ. ალბათ, იმ იმედით, რომ ომის ხმაურში ჩემს სიკვდილს ვერავინ შეამჩნევდა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, მისი „მოწამვლა შეუძლებელი იქნებოდა რუსების და აქაური მთავარი მაფიოზის დავალების გარეშე“.

„სწორედ ღარიბაშვილის „პრემიერობის" დროს მოხდა ჩემი მოწამვლა რუსთავის ციხეში, ეგრევე უკრაინის ომის დაწყების შემდეგ. ალბათ, იმ იმედით, რომ ომის ხმაურში ჩემს სიკვდილს ვერავინ შეამჩნევდა. მე უცებ დამეწყო კრუნჩხვები, გულისრევა, 41 სიცხე, საშინელი ტკივილები და ბევრი სხვა სიმპტომი. პირველად მოწამვლაზე ეჭვი ჩემთან საუბარში ციხის ერთ-ერთმა ექიმმა მოიტანა, შემდეგ „ვივამედში“ ერთმა ძალიან კარგმა ექიმმა, ისევ პირადად დამიდასტურა (საჯაროდ ვერცერთმა ვერ გაბედა თქმა) და უკვე ამის შემდეგ, ამერიკის ერთ-ერთმა მთავარმა ტოქსიკოლოგმა საჯაროდ დაადასტურეს ეს ფაქტი კალიფორნიის და გერმანიის ლაბორატორიების მონაცემებზე დაყრდნობით. ჩემი მოწამვლა შეუძლებელი იქნებოდა რუსების და აქაური მთავარი მაფიოზის დავალების გარეშე. რუსებმა ეტყობა „ნოვიჩოკის“ მოწოდება ვერ მოასწრეს და აქაურებმა ყველაზე გავრცელებული მოწამვლის მეთოდი გამოიყენეს, მძიმე მეტალების სახით. რამდენიმე ხანში ჩემი მოწამვლიდან, რუსეთის ციხეში უკვე მეორედ მოწამლეს და ამჯერად მოკლეს ალექსეი ნავალნი, რომელსაც პუტინი რუს "სააკაშვილის" ეძახდა“,-წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს