გერმანიის საქმეთა დროებითი რწმუნებული რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

მოსკოვში გერმანიის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ბერნდ ფინკე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„2 სექტემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში გერმანიის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ბ. ფინკე, გერმანიის ხელისუფლების გუშინდელი ანტირუსული ქმედებებისა და განცხადებების ფონზე უწყებაში დაიბარა“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ გერმანიამ ლაიფციგის აეროპორტში დრონით თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ოფიციალურად დააკისრა. დღეს ევროპულმა სახელმწიფოებმა რუსი დიპლომატები საგარეო უწყებებში დაიბარეს. კერძოდ, რუსი დიპლომატები დაიბარეს: გერმანიამ, საფრანგეთმა, ნიდერლანდებმა. ამასთან, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის ცნობით, დიპლომატიურმა სამსახურმა ბრიუსელში რუსეთის ელჩი უკვე დაიბარა, ხოლო რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების საკითხს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ირლანდიაში მიმდინარე არაფორმალურ შეხვედრაზე განიხილავენ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს