მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ჩინეთის ყოფილ ელჩს, ოქროს საწმისის ორდენი გადასცა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ყოფილ ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს, საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი საქმიანობისთვის ოქროს საწმისის ორდენი გადასცა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჭოუ ციენის საქართველოში არყოფნის გამო სახელმწიფო ჯილდო პრეზიდენტის სასახლეში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ტაი ჩუნიუნგმა მიიღო.

„საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ჭოუ ციენის დიპლომატიური მისიის პერიოდში საქართველო-ჩინეთს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან განვითარებაზე.

მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ ბოლო წლებში შექმნილი მყარი საფუძველი მომავალშიც შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაძლიერებას,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს