მედია - გამოძიებამ ლაიფციგში სატვირთო თვითმფრინავზე თავდასხმის მცდელობის საქმეში ეჭვმიტანილი ორი პირი გამოავლინა

გამოძიებამ ლაიფციგში სატვირთო თვითმფრინავზე თავდასხმის მცდელობის საქმეში ეჭვმიტანილი ორი პირი გამოავლინა, - ინფორმაციას გერმანული გამოცემა Süddeutsche Zeitung-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გამოძიება დარწმუნებულია, რომ გასულ თვეში ლაიფციგში, უკრაინულ სატვირთო თვითმფრინავზე თავდასხმის მცდელობასთან კავშირში მყოფი ორი პირი გამოავლინეს.

ასევე, მათივე ინფორმაციით, ერთი ეჭვმიტანილი რუსეთში დაბადებული მამაკაცია ლატვიის პასპორტით, ხოლო მეორე ბელარუსის მოქალაქეა რუსეთის პასპორტით.

როგორ გამოცემა წერს, სახელმწიფო ორგანოებისთვის ორივე მათგანის ვინაობა ცნობილია.

შეგახსენებთ, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ დობრინდტმა გუშინ განაცხადა, რომ გასულ თვეში ლაიფციგის აეროპორტში უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის მახლობლად ასაფეთქებელი დრონის ინციდენტზე პასუხისმგებელი რუსეთია. ამის შემდეგ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა გამოაცხადა, რომ ბონში რუსეთის გენერალური საკონსულო დაიხურება, ბერლინში - „რუსული სახლი“, ხოლო რუსებისთვის გერმანიაში შესვლის კონტროლი გამკაცრდება.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს