ანდრეი სიბიგა - უკრაინამ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას ოფიციალურად შეატყობინა, რომ რუსეთის საჰერო სივრცე უსაფრთხო არაა - ომი სახლში ბრუნდება, რუსეთში

უკრაინამ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) ოფიციალურად შეატყობინა რუსეთის საჰაერო სივრცეში საფრთხის შესახებ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

“უკრაინამ ოფიციალურად შეატყობინა ICAO-ს, რომ რუსეთის საჰაერო სივრცე უსაფრთხო არაა სამოქალაქო ავიაციისთვის გაზრდილი სამხედრო აქტიურობის გამო. ყველას მოვუწოდებთ, მოერიდონ მას.

რუსეთი განზრახ უგულებელყოფს არსებულ საფრთხეებს, რაც უკრაინის წინააღმდეგ მისი აგრესიის შედეგია, რამაც წინა წლებში უკვე გამოიწვია რამდენიმე ინციდენტი.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ტერორის მკვეთრი ესკალაციის ფონზე, რუსეთის საჰაერო სივრცე სულ უფრო საფრთხის შემცველი ხდება.

ეს ჩვენი პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილებაა, ვაცნობოთ ICAO-ს და ყველა ავიაკომპანიას და მთავრობებს, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ - მაშინაც კი, როდესაც რუსეთი უარს ამბობს მათი ინფორმირების ვალდებულების შესრულებაზე. ჩვენ გვსურს თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი ინციდენტები.

ომი სახლში ბრუნდება, რუსეთში. უკრაინა თავდაცვის განუყოფელ უფლებას იყენებს, რომელიც გაეროს ქარტიის 51-ე მუხლითაა გათვალისწინებული”, - წერს სიბიგა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს