მინისტრის მოადგილე - 2029 წლისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება საოპერაციო რეჟიმში

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი უკვე აქტიურ ფაზაშია გადასული და შესაბამისად, უკვე ნათელია მისი მასშტაბი, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი.

როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, აკვატორიაში უკვე შემოსულია ორი ფსკერდამაღრმავებელი გემი, რომლებიც აღრმავებენ როგორც აკვატორიას, ასევე მიმდინარეობს ტალღმჭრელის მშენებლობა.

„ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს აქვს უდიდესი დატვირთვა როგორც საქართველოსთვის, ასევე რეგიონისთვის. შესაბამისად, ჩვენ შევძლებთ, რომ საქართველოსთვის სრულიად ახალი რეალობა შევქმნათ და გავხადოთ ბევრად უფრო კონკურენტუნარიანი შავი ზღვის რეგიონში და ჩვენი როლი გავამყაროთ შუა დერეფნის კონტექსტშიც. ეს უმნიშვნელოვანესია, ჩვენ გეგმა-გრაფიკის მიხედვით ვახორციელებთ სამუშაოებს და 2029 წლისთვის პორტი იქნება საოპერაციო რეჟიმში", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანახმად, ანაკლიის პორტში ფსკერის დაღრმავება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში Tristao Da Cunha-ს შემდეგ ოპერირებას მეორე დამღრმავებელი გემი Al-Idrisi შეუდგა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს