ლუქსემბურგიდან საქართველოს 26 კერძო საჰაერო ხომალდის ავიაექსპედიცია ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და ლუქსემბურგში საქართველოს საპატიო კონსულის ორგანიზებით, საქართველოში ლუქსემბურგიდან 26 კერძო საჰაერო ხომალდისგან შემდგარი ჯგუფის ავიაექსპედიცია იმართება. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყების თანახმად, ექსპედიციის მონაწილეები საქართველოში 2 სექტემბრიდან 8 სექტემბრამდე დარჩებიან, ეწვევიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონს და მონაწილეობას მიიღებენ საავიაციო სოფლის გახსნის ღონისძიებაში კაჭრეთში.

"ავიაექსპედიციის მიზანია საქართველოს, როგორც ტურისტული და საინვესტიციო შესაძლებლობების პოპულარიზაცია და საქართველოსა და ევროპის კერძო ავიაციის სფეროს წარმომადგენლებს შორის კავშირების გაღრმავება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს