ვოლოდიმირ ზელენსკი - ავიაკომპანიებმა რუსულ აეროპორტებში რეისების განხორციელებაზე უარის თქმა უკვე დაიწყეს

პირველმა ავიაკომპანიებმა უკვე დაიწყეს რუსეთში რეისებზე უარის თქმა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“ვიღებთ ინფორმაციას, რომ პირველმა ავიაკომპანიებმა უკვე დაიწყეს რუსულ აეროპორტებში რეისების განხორციელებაზე უარის თქმა დრონების მხრიდან საფრთხის შესახებ ჩვენი გაფრთხილების შემდეგ, რომელიც ობიექტურად არსებობს რუსეთის ცაში. ეს სწორი, სრულიად ლოგიკური რეაქციაა არსებულ ფაქტებზე - ყველაფერზე იმაზე, რაც ომის გამო ხდება, რომლის დასრულებაც პუტინს არ უნდა. სიცოცხლეს უნდა გავუფრთხილდეთ”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ უკრაინამ უკვე ოფიციალურად შეატყობინა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორებს რუსულ საჰაერო სივრცეში არსებულ რეალურ ვითარებაზე.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს