The Moscow Times - ვოლოდიმირ ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ მოსკოვის აეროპორტებში ფრენები გაუქმდა

ვოლოდიმირ ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ მოსკოვის აეროპორტებში ფრენები გაუქმდა, - ინფორმაციას გამოცემა The Moscow Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, მოსკოვის „ვნუკოვოს“ და „შერემეტიევოს“ აეროპორტებში ფრენები უკვე ზედიზედ მეორე ღამეა რაც გადაიდო ან გაუქმდა, მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო სივრცე სამოქალაქო ავიაციისთვის სახიფათო გახდა.

მოსკოვის აეროპორტებში დროებითი შეზღუდვების დაწესების შესახებ ინფორმაცია „როსავიაციამაც“ დაადასტურა.

ფრენების მონიტორინგის პლატფორმა Flightradar24-ის მონაცემებით, „შერემეტიევოს“ აეროპორტში 21 რეისი გაუქმდა და 235 გადაიდო, ხოლო „ვნუკოვოს“ აეროპორტში 22 რეისი გაუქმდა და 94 გადაიდო.

მანამდე, თურქულმა ავიაკომპანია Pegasus Airlines-მა განაცხადა, რომ რუსეთის მიმართულებით რამდენიმე რეისი „ტექნიკური და ოპერაციული“ მიზეზების გამო გაუქმდა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს